საზოგადოება საახალწლო სასწაული - მაგნიტოგორსკში სახლის ნანგრევებში ერთი დღის მერე 10 თვის ჩვილი ბავშვი იპოვეს 2019, 1 იანვარი, 17:20
მაგნიტოგორსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, მთავარი ვერსია შიდა გაზის გაჟონვაა. 31 დეკემბრის ტრაგედიის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელები, ჯანდაცვის სამინისტრო და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქში ჩაფრინდნენ. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სტატით" გარდაცვალება ორი ან მეტი პირის დაუდევრობის მიზეზით".
მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, მაგრამ ერთერთი შესასვლელის ავარიულობის გამო სამძებრო სამუშაობი შეწყვიტეს.
"მეშვიდე შესასვლელის კედელი სტაბილურობას კარგავს, შეუძლებელია ასეთ პირობებში გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მოინახულა მაგნიტოგორსკში სამუშაოები კოორდინაციის მიზნით.
კორპუსში მცხოვრები 37 ადამიანის ბედი გაურკვეველია. - იუწყება"ინტერფაქსი." 84 ადამიანის ადგილმდებარეობა დადგენილია. ჯერჯერობით აღმოაჩინეს რვა ადამიანის ცხედარი. მაგნიტოგორსკში ტემპერატურა მინუს 24 გრადუსამდეა, რაც ამცირებს ნანგრევებში გადარჩენის შანსებს. მოხდა სასწაული და მაშველებმა გაზის აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს 10 თვის ბავშვი. მისი მდგომარეობა, როგორც ექიმები ამბობენ მძიმეა. ბავშვს გადარჩენაში დაეხმარა ბავშვის საწოლი და თბილი ტანსაცმელი, რითაც იწვა საწოლში. 351 შეფასება არ არის
|