საზოგადოება ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის საახალწლო მიმართვა მრევლს 2018, 31 დეკემბერი, 19:39 ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. მისალოც ტექსტს დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს. „ქრისტეს მიერ საყვარელნო სულიერნო შვილნო, კურთხეული ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიისა და სრულიად საქართველოსა. გულითადად მოგილოცავთ ქრისტესშობის დღესასწაულსა და ახალ წელს!.. დაე, მშვიდობის, სიხარულისა და დადებითი სიახლეების მომტანი ყოფილიყოს 2019 წელი. უფალმა მოგვმადლოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დედა ეკლესიის გაძლიერება. ვისურვებდი, ქიზიყში დაწყებულიყოს დიდი სამონასტრო აღმშენებლობა და სულიერი გამოღვიძება, რომ მრევლი დედა ეკლესიას დაუბრუნდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს. აკურთხე უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა. ამინ!“ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)
. . . . . .
175 შეფასება არ არის
|