x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პირველი ევროპელები - Homo georgicus - ქართველი ადამიანი (რეკონსტრუქციები)
პირველი ევროპელები - Homo georgicus - ქართველი ადამიანი (რეკონსტრუქციები)


ქართველმა მეცნიერმა დავით ლორთქიფანიძემ 1991 წელს საქართველოში, დმანისში აღმოაჩინა პირველი თავის ქალა, რომელიც 1.8 მილიონი წლით დათარიღდა. ეს იყო პირველი ადამიანი ევროპაში. ამის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე გაგრძელდა არქეოლოგიური სამუშაოები და დღემდე ნანახი იქნა სულ 5 თავის ქალა, რომელიც ძალიან კარგადაა შემონახული და თარიღდება 1.810, 000 წლით. ბოლო, მე-5 თავის ქალა დმანისში ნაპოვნი იქნა 2005 წლის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად. 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბა კი იმ წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის სამეულში შეიყვანეს მსოფლიო მასშტაბით.


ცნობილი "ზეზვა და მზია"


მეხუთე თავის ქალა პირველია, რომლის მეშვეობითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი, ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. მეხუთე თავის ქალას ტვინის მოცულობა აღმოჩენილ დმანისელ ჰომინიდებს შორის ყველაზე მცირეა - დაახლოებით, თანამედროვე ადამიანის ტვინის მესამედი. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს. დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ჯ.ჰ. მატერნესმა შექმნა დმანისის მე-5 თავის ქალას მფლობელის რეკონსტრუქცია:



დმანისის მე-5 თავის ქალას მფლობელის რეკონსტრუქცია


კვლევამ აჩვენა, რომ ძველ პოპულაციებშიც დიდი მორფოლოგიური მრავალფეროვნება აღინიშნებოდა და თავად ეს 5 დმანისელი ადამიანის თავის ქალები, რომლებიც ერთ პერიოდში და ერთ ტერიტორიაზე ერთად თანაცხოვრობდნენ, იმდენად განსხვავებულნი არის ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა ადგილებში რომ ეპოვათ იფიქრებდნენ, რომ ადამიანის სხვადასხვა სახეობები იყვნენ. აქედან გამომდინარე გაჩნდა მეცნიერების ახალი მოსაზრება, რომ ჰომოს გვარის (ადამიანის გვარის) წარმომადგენლები, მათ შორის აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს. ეს აიძულებს მეცნიერებს გადახედონ დამკვიდრებულ მოსაზრებას ადრეული ჰომოს (ადამიანის) რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.


პირველი ევროპელები - Homo georgicus - ქართველი ადამიანი (რეკონსტრუქციები)


სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ჰომო გეორგიკუსების (ქართველი ადამიანების) შესახებ ქართულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე:

Homo georgicus - ქართველი ადამიანი ...


მეცნიერებმა ზეზვას და მზიას გარდა სხვა თავის ქალების მიხედვითაც ააწყვეს რეკონსტრუქციები და ყველანაირად სცადეს, ზუსტად აღედგინათ 1.8 მილიონი წლის წინ საქართველოში მცხოვრები პირველი ევროპელების სახე. აი მაგალითად, ეს არის თინეიჯერი გოგოს სახე, რომელიც ზეზვასა და მზიასთან ერთად აღმოჩნდა:


თინეიჯერი ჰომო გეორგიკუსი


მათ ტანზე სრულად ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცვენილი ბალანი. აი ასე გამოიყურებოდა ზრდასრული ჰომო გეორგიკუსი ქალი:


ჰომო გეორგიკუსი - ზრდასრული ქალი


მხატვარმა პიოტრ მოდლიტბამ ასევე შექმნა პირველყოფილი ქართველი ჰომო ერექტუსის გამოსახულება:


ჰომო გეორგიკუსი - ზრდასრული მამაკაცი. ავტორი პიოტრ მოდლიტბა


აღსანიშნავია, რომ Homo georgicus იყო ერთ-ერთი რასა Homo Erectus -ისა. როგორც ყველასთვის ცნობილია, სწორედ ჰომო ერექტუსისგან ჩამოყალიბდნენ ჰაიდელბერგელი ადამიანები, მათგან კი შემდგომში ჰომო ნეანდერტალელებიც - 750 ათასი წლის წინ და ჰომო საპიენსებიც - 400 ათასი წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს პირდაპირ წინაპრებთან პირველ ევროპელებთან და არა მხოლოდ პირველ ევროპელებთან, არამედ პირველ ევრაზიელებთან და საერთოდ აფრიკის გარეთ აღმოჩენილთა შორის უძველეს ადამიანებთან.


ჰომო გეორგიკუსი - ერთ-ერთი თავის ქალას რეკონსტრუქცია


ასევე მხატვარმა მაურისიო ანტონმა შექმნა რეკონსტრუქციები თუ როგორ გამოიყურებოდა საშუალო ასაკის და შემდეგ ხანში შესული მამაკაცი ჰომო გეორგიკუსი. ყველაზე მოხუცი დმანისელის აღმოჩენილი ქვედა ყბის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ხანშიშესულ კაცს, რომელსაც ყველა თავისი კბილი დაკარგული ჰქონდა, აღარ შეეძლო თავისი თავის მოვლა და ნორმალურად საკვების მიღება, ამიტომ თავისი ტომის წევრები უვლიდნენ და მეცნიერების განცხადებით შესაძლოა თავადვე უღეჭავდნენ საკვებს რომ არ დაღუპულიყო. ისინი აცხადებენ, რომ დმანისის ამ აღმოჩენებიდან ეს ყველაზე გულისამაჩუყებელი და გასაკვირი იყო პრიმიტიული ადამიანებისგან ამგვარი ჰუმანური ქცევა როგორც ჩანს ჰომო ერექტუსებს ძალიან განვითარებული ჰქონდათ ურთიერთდახმარების, ერთმანეთის გატანის, ალტრუიზმის უნარი, რამაც ამ სახეობას ძალიან დიდი გამძლეობა შესძინა ვინაიდან ისინი 50 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდეც კი მოვიდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ 2 მილიონ წლამდე გასტანეს. შედარებისთვის ჰომო საპიენსი (ჩვენ) ჯერ მხოლოდ მაქსიმუმ 400 ათასი წლისაა.


დმანისელი მამაკაცი. ავტორი - მაურისიო ანტონიმოხუცი დმანისელი მამაკაცი. ავტორი - მაურისიო ანტონი

ამ უდიდეს აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ჰომოს გვარმა, ანუ ადამიანმა აფრიკა დატოვა მხოლოდ 1 მილიონი წლის წინ. ახლა კი კაცობრიობის ისტორია სამუდამოდ შეიცვალა.




ასევე დაგაინტერესებთ:

1) 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

2) ადამიანის გადაშენებული სახეობები


განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
2796
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2796
  
2020, 5 აგვისტო, 8:07
სისულელეა ეს მოსაზრება. დედამიწა 75 ატასი წლისაა და ყველაზე კომიკურია გამოთქმა დახლობეით 2 ან 4 მიიონი წლის წინ 2 მილიონი წლის ვარაუდი:)ორი წელი ხოარა დალოცვლო რანაერად თვლი:)მითი ყველა ცივილიზაციაში და მთვარსი შუმერულში არის ერთი წარღვნის შესახებ შემდეგ ბბლიაში სახელებით დაწერილი.რა ადასტურებს ღმერთის არსებოვას,ანდ აკიდევ მეორე სისულლე როგორ შიძლებ არამე აფეთქდეს დაშვეიცრიულ საათზე მეტი სიზუსტიდ განლაგდეს და იმუშოს უსასრულო გალაკტიკაში?.ჭშმარტება ერთია უფალი მეფობს.თუ ასეთი მახინჯები იყვნენ ადამიანები დარვინს რაგას ერჩოდით?:):):
2019, 2 იანვარი, 22:42
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 2