"...40 წელიწადი "ლაღიძეში" იმუშავა ხაჭაპურის მცხობელად... ახლა კათარზისში მიდის...
!["...40 წელიწადი "ლაღიძეში" იმუშავა
ხაჭაპურის მცხობელად... ახლა
კათარზისში მიდის... image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/20181230225151164.jpg)
"რა მაგისი პასუხია და - ერთმა მომიყვა, თავად არ შევსწრებივარ, მაგრამ წყარო სანდოა...რამდენიმე დღის წინ, ავტობუსში ორი მოხუცი ქალი ავიდა (თბილისში ხდება). ჰკითხეს მძღოლს: "კათარზისთან" გაივლის"? პასუხი დადებითი იყო. დასხდნენ, ჩუმად საუბრობდნენ. უცბად ერთ-ერთმა მათგანმა ხმამაღლა მიმართა მგზავრებს: "ეს (მეორეზე მიუთითა) ახლა კათარზისში მიდის უფასო სადილისთვის, უჭირს, ასე იკვებება. არადა, აფსუს, ერთ დროს მთელი თბილისი, ამისი გამომცხვარი ხაჭაპურის მოლოდინში, საათობით იდგა რიგში...40 წელიწადი "ლაღიძეში" იმუშავა ხაჭაპურის მცხობელად". ავტობუსის ყველა მგზავრმა მქუხარე, გულწრფელი ტაში დასცხო, თვალებიც აუწყლიანდათ...როგორც ჩანს, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის მგზავრები სჭარბობდნენ, გაახსენდათ იმ ხაჭაპურის გემო და, რაც მთავარია, ის სითბო, რომელიც მაშინ სუფევდა ადამიანთა შორის" - გუგა სამხარაძე, ისტრიკოსი და პუბლიცისტი.