x
image
ლანა92
მსოფლიოს საახალწლო უცნაურობანი

image
ახალი წელი მთელი მსოფლიოსათვის ასოცირდება სასიამოვნო მოლოდინთან, სიკეთის, ბედნიერების, წარმატების, სიმდიდრის, სიუხვის, ბარაქის ზეიმთან, მაგრამ მას თითოეული ქვეყანა თავისებურად, განსხვავებული ტრადიციებით ხვდება. მაგალითად, საქართველოში ყველაზე პოპულარული საახალწლო ტრადიციაა ჩიჩილაკიანი მეკვლეს ინსტიტუტი.

image

ჩვენს ქვეყანაში მეკვლედ სასურველ ადამიანს საგანგებოდ არჩევენ, რადგან მიჩნეულია, რომ როგორი ფეხითაც შემობრძანდება იგი ჩვენს ოჯახებში, ისეთივეწელი გვექნება.

იაპონია -108 ზარი

image

იაპონელთა რწმენით, უარყოფითი ემოციებისა და აურისაგან განთავისუფლების, ახალი წლის მხიარულ ნოტაზე შესახვედრად საუკეთესო გზაა 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ბუდისტურ ტაძრებში.იაპონელთა რწმენით, ზარის ყოველი ჩამოკვრისას ადამიანებს თითო უარყოფითი თვისება აკლდებათ და ახალ წელს განწმენდილი ხვდებიან ამ რიტუალის შედეგად.

ტაილანდი - წუწაობა

ტაილანდში ახალ წელს წუწაობით ხვდებიან.

image

მიანმარი, მიანმა (ბირმა) - წყლის ფესტივალი

მიანმარს ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება და აქაც, ტაილანდის მსგავსად, საახალწლო ტრადიციად დამკვიდრდა წყლის ფესტივალი. კერძოდ, მიანმარში ახალი წელი ემთხვევა ყველაზე ცხელ სეზონს და ახალი წლის ღამეს სავსებით ბუნებრივად მიაჩნიათ წუწაობა ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შორის.ამ შემთხვევაში წყლის მისხმა, საახალწლო ტრადიციის თანახმად, ემსახურება "მეტოქისადმი" კეთილგანწყობისა და კეთილმოსურნეობის გამოხატვას და არავინ ღიზიანდება გაწუწვის გამო.

image

ავსტრია -"მსოფლიო ზარის" რეკვა

image

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ახალი წლის ღამეს ტრადიციულ რიტუალად მიიჩნევა წმინდა სტეფანეს ეკლესიის "მსოფლიო ზარის" ჩამორეკვა, საზეიმო განწყობის ნიშნად. ადრეულ ხანებში კი ავსტრიელები ბედნიერების საწინდარად მოიაზრებდნენ ბუხრის მწმენდავთან შეხვედრას, მასთან შეხებასა და ნახშირით დასვრას.

ყოველ ახალ წელს ავსტრიის ზარაფხანაში ჩამოასხამენ მედალ-სუვენირს, ღორზე ახედრებული პატარა ბავშვის გამოსახულებით.

ვიეტნამი - თევზების მდინარეში გაშვება

image

ვიეტნამელებს დღემდე სჯერათ, რომ ღმერთი თევზის ზურგზე იჯდა და დაცურავდა.ამიტომ, მისი გულის მოსაგებად, ბაზარში ნაყიდ ცოცხალ თევზებს ახალი წლის ღამეს მდინარეში უშვებენ.

საფრანგეთი - ბლინები

image

image

image

ფრანგები იმისათვის, რათა მომავალი წელი ტკბილი იყოს, ახალ წელს აუცილებლად აგემოვნებენ გემრიელ ბლინებს.

ახალი წლის ღამეს ფრანგი მეღვინე ჩადის თავის მარანში და თითოეულ ღვინის კასრს სამჯერ უკაკუნებს.

საბერძნეთი - ბროწეულის სროლა

image

image

ახალი წლის ღამეს, 12 საათზე საბერძნეთში ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლის კედელს ბროწეულს ახლის.ბედნიერი მომავალი წლის გარანტია, როცა ბროწეულის მარცვლები ირგვლივ გაიფანტება.ახალი წლის დღესასწაულზე საბერძნეთში მასპინძელთან სტუარს მიაქვს დახავსებული ქვა და წარმოთქვამს სიტყვებს: "დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს".

ესპანეთი - ყურძნის 12 მარცვალი

image

ესპანეთში მტკიცედ სწამთ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ყოველ საათში ერთხელ თითო ყურძნის მარცვალს მიირთმევენ (ჯამში 12 მარცვალი), მომავალი წელი ბედნიერების და სიკეთის წყაროდ იქცევა.

ესპანეთის ქალაქ ბურგოსში შემორჩენილია საშობაო ტრადიცია - ქუჩებზე ხალიჩებს აფენენ, ჩვილებს აწვენენ და ზედ ახტებიან. ეს საშიში სანახაობა სიმბოლურად გამოხატავს ჰეროდესაგან მომდინარე ყრმა იესოს სასიკვდილო საფრთხეს ბეთლემში.

იტალია - ძველი ნივთებისა და ავეჯის გადაყრა

image

იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ყრიან ძველ ნივთებსა და ავეჯს იმის ნიშნად, რომ დამდეგი წელი სიმდიდრეს, სიუხვეს მოუტანთ.

დანია - დამსხვრეული ჭურჭელი

image

დანიაში ახალი წლის ღამეს მეზობლები ერთმანეთის კარებთან კეთილმოსურნეობის ნიშნად ჭურჭის ნამსხვრევებს ყრიან და მიიჩნევა, რომ ვისაც ბევრი ნამსხვრევი შეხვდება, ის სვებედნიერია, გარშემომყოფებს ძალიან უყვართ და მომავალი წელიც წარმატებული იქნება მისთვის.

დანიაში ტყის მცველები, რეინჯერები საახალწლოდ ნაძვის ხეების დაცვას მეტად უცნაური, მაგრამ ძალიან ეფექტიანი მეთოდით ცდილობენ. კერძოდ, ნაძვის ხეებს სპეციალური ხსნარით ასველებენ.ცივ გარემოში, მოჭრისას ნაძვის ხეს, ბუნებრივი სურნელის გარდა, არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც კი სითბოში მოხვდება მოჭრილი ტოტი, იგი ყარს ხსნარის მოქმედებით.ბრაკონიერები იძულებული არიან, ხელი აიღონ ნაძვის ხის მოჭრისაგან.

ირლანდია - პურის სროლა

image

ირლანდიაში სჯერათ, რომ პურს შეუძლია ბოროტი სულების განდევნა და საახალწლოდ კედლებს ესვრიან მას, რათა სუფთა, განწმენდილი აურით შეხვდნენ მომავალ წელს.

ახალი წლის ღამეს ირლანდიელებს ძველი კასრები გააქვთ სახლის გარეთ და ცეცხლს ანთებენ, "ძველი წლის დაწვის" ნიშნად.შემდგომ ირლანდიაში ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში სახლის კარებს ღიად ტოვებენ და ნებისმიერი, ვინც ზღურბლს გადმოაბიჯებს, სასურველ სტუმრად მიიჩნევა, სვამენ საპატიო ადგილას და მასთან ერთად ასწევენ სადღეგრძელოს:"მშვიდობა ამ სახლსა და მთელ მსოფლიოში!".

შოტლანდია - ფისით სავსე კასრის ქუჩებში დასხმა

image

შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ფისით სავსე კასრებს ქუჩაში მოატარებენ, გასული წლის დაწვის ნიშნად და ამით გზას უთავისუფლებენ მომავალ წელს.12 საათისათვის ოჯახის უფროსი კარს მანამ არ მიხურავს, სანამ ზარი უკანასკნელად 12-ის ბოლო წუთს არ ჩამორეკს.შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ოჯახში შავთმიანი მამაკაცის შესვლა ბედნიერების, სიკეთის ნიშნად მიიჩნევა.

შვეიცარია - ნაყინი

image

შვეიცარიაში ახალ წელს ხვდებიან ნაყინის ბურთულებით, რომელსაც იატაკზე ფანტავენ.

ესტონეთი - 7-ჯერ კვება

image

ესტონეთში ოჯახები ახალ წელს 7-ჯერ უსხდებიან სუფრას, რაც, მათი ღრმა რწმენით, ბარაქისა და სიუხვის საწინდარია.

რუმინეთი -ფეხების ბაკუნი

image

რუმინელები ახალ წელს ფეხების ბაკუნით ხვდებიან და ამ გზით ცდილობენ გულიდან წყენის განდევნას, გულში დაგროვებული წყენის დავიწყებას.

გერმანია (ავტრალიაც)-"ტყვიის ჩამოსხმა"

image

"ტყვიის ჩამოსხმის" საახალწლო ტრადიციას გერმანელებისა და ავსტრიელებისათვის წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. ტყვიის ნაჭერს კოვზზე ადნობენ და წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. თუ ტყვიამ მრგვალი, სფეროს ფორმა მიიღო, ეს ბედნიერი, იღბლიანი და წარმატებული მომავალი წლის საწინდარია; თუ ღუზა გამოისახა, სხვების გარეშე ფონს ვერ გახვალთ და ბევრი დახმარება დაგჭირდებათ.

ავსტრალია - ტაფებსა და ქვაბებზე დაკვრა

image

ავსტრალიელები ახალ წელს 12 საათზე მხიარული ხმაურით, ლითონის ჭურჭლის, ტაფებისა და ქვაბების ჟღარუნით ეგებებიან.

ავსტრალიაში ახალი წლის ღამეს, ასევე, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ სიდნეის პლაჟებზე თოვლის პაპას იხილავთ, ერთდროულად საცურაო კოსტიუმში, ტრადიციული წითელი ქუდითა და თეთრი წვერით.

ფილიპინები - მრგვალი სუფრა

image

ფილიპინებში საახალწლო სუფრაზე ყველაფერი მრგვალი ანუ მონეტის ფორმის უნდა იდოს (ტკბილული, ბოსტნეული, ხილი), რათა მომავალმა წელმა უზრუნველყოს სიუხვე, ბარაქა და სიმდიდრე, ფინანსური სტაბილურობა და კეთილდღეობა.

ეკვადორი - ძველი ფოტოების განადგურება

image

ეკვადორში, საფრთხობელასთან ერთად, წვავენ წინა წლის ფოტოებს, რათა უკან მოიტოვონ წარსული თავისი უსიამოვნო მოგონებებით და განწენდილი, ახალი ენერგიით შეხვდნენ მომავალ წელს.

ბოლივია - ნამცხვარში ნაპოვნი მონეტა

image

ბოლივიაში არსებული რწმენით, იღბლიანი და წარმატებული წელი ექნება იმ ადამიანს, რომელსაც საგანგებოდ გამოცხობილი ნამცხვრის მონეტიანი ნაჭერი შეხვდება.

პერუ - ჩხუბის ფესტივალი

პერუში ახალ წელს მეგობრები ეგებებიან ერთმანეთთან ხელჩართული ჩხუბით, დაქალები ერთმანეთს თმებს აგლეჯენ და მერე, მომავალი წლიდან თავიდან იწყებენ თბილ ურთიერთობას.

პერუელებს, ასევე, სჯერათ, რომ ის, ვინც ახალი წლის ღამეს საკუთარ სახლს ჩემოდნით შემოუვლის გარს, ოცნების მოგზაურობაში წავა მომავალ წელს.სხვა ტრადიციის მიხედვით, გოგონა ტირიფის წნელის მეორე ბოლოს რომელ ყმაწვილსაც შეახებს, ის გახდება მისი საქმრო.

პუერტო-რიკო - წყლით სავსე ჭიქის ფანჯრიდან გადმოგდება

image

პუერტო-რიკოელები საახალწლოდ ჭიქა წყალს აგდებენ ფანჯრიდან და ამ გზით ცდილობენ უარყოფითი ენერგიისაგან განთავისუფლებას.

პუერტო-რიკოში სახლის მოწესრიგებას იწყებენ 31 დეკემბერს და ამთავრებენ 1 იანვარს.ისინი ასუფთავებენ ყველაფერს, რათა ძველი, გასული წლის ჭუჭყი მომავალ ახალ წელს არ დაახვედრონ.

კუბა-ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქის დაცლა

image

კუბელები ახალი წლის ღამეს ჭიქას წყლით ავსებენ და 12 საათზე ფანჯრიდან ღვრიან, რითაც ერთმანეთს უსურვებენ წყალივით ნათელ, კამკამა, წმინდა და ბედნიერ მომავალ წელს.

კოლუმბია-ჩალაგებული ჩემოდნები

image

კოლუმბიაში ახალ წელს ეგებებიან გამზადებული ჩემოდნებით, რადგან მტკიცედ სწამთ, რომ ეს მომავალ წელს ბევრ გართობასა და მოგზაურობას მოიტანს.

არგენტინა-ძველი ქაღალდების, დოკუმენტების გადაყრა

არგენტინაში წლის ბოლო სამუშაო დღეს ახალ წელთან მისასალმებლად დასაქმებულები ფანჯრიდან ისვრიან ძველ, ვაგადასულ კალენდრებსა და დოკუმენტებს.შესაბამისად, დედაქალაქის, ბუენოს - აირესის ნაწილი, სადაც სხვადასხვა სამსახურებრივი დაწესებულება არსებობს, 31 დეკემბრის შუადღისათვის ქაღალდებით იფინება.აღნიშნული ტრადიცია მომდინარეობს უძველესი დროიდან და მისი წამომავლობის შესახებ დანამდვილებით არაფერი იციან, თუმცა უპირობოდ იცავენ ყოველ ახალ წელს.

ფილიპინები - მრგვალი ფორმების მოხატვა

ახალ წელთან შესახვედრად ფილიპინებში ტანსაცმელზე იხატავენ ან იქარგავენ მრგვალ ფორმებსა და ჩუქურთმებს, რაც ბევრი ფულის, ჯეკპოტის მოგების საწინდარად მიაჩნიათ.

სამხრეთ აფრიკა - ძველი ავეჯის გადაყრა

სამხრეთ აფრიკაში საახალწლოდ ძველ ნივთებსა და ავეჯს ფანჯრიდან ყრიან.

რუმინეთი - მონეტა წყალში

image

რუმინეთში ახალ წელს ხვდებიან მონეტების მდინარეში გადასროლით, რადგან იგი მიიჩნევა სიდიდრის, ბევრი ფულის მოზიდვის საშუალებად.

ფინეთი - შუადღის 12 საათი

ფინეთის ქალაქ ტურკუში 1640 წლიდან მოყოლებული ახალ წელს ეგებებიან არა ღამის, არამედ შუადღის 12-ზე. ეს ტრადიცია დამკვიდრდა დედოფალ კრისტინას 1640 წლის ბრძანების საფუძველზე, მას დღემდე ასრულებენ, თუმცა ვერ ასაბუთებენ, ახლა მაინც რატომ იქცევიან ასე.

ბელგია - "პირველი დღის მაგია"

ბელგიაში მტკიცედ სწამთ, რომ ადამიანი ახალი წლის პირველ დღეს როგორც მოიქცევა, ისე წავა მისი საქმეები მთელი წლის განმავლობაში. ამიტომაც, საახალწლო ტრადიციის თანამხად, ბელგიელები ცდილობენ, არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან ახალი ტანსაცმელი, ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრა გააწყონ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კერძებით.

ციმბირი - ყინულიან წყალში ბანაობა

ციმბირში საახალწლოდ გაყინულ წყალში ბანაობენ.

image

ინდოეთი-სანთლები და ნათურები

image

image

ინდოეთში ახალ წელს, ანუ "დივალს" ხვდებიან ანთებული სანთლებით, ასევე, ყიდულობენ ახალ ნათურებს და ამ გზით ცდილობენ, გზა გაუნათონ გარდაცვლილთა სულებს.

0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0