სხვა ინდოეთში ქალმა თავხედ კაცს,რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, პენისი მოაჭრა 2018, 29 დეკემბერი, 7:57 ![]() 47 წლის ინდოელ ქალს ყელში ამოუვიდა ზედმეტად მასზე გადაკიდებული მამაკაცი და პენისი მოაჭრა. ქალმა იგი რკინიგზის მახლობლად მოფარებულ ადგილზე შეიტყუა და თანამზრახველებთან ერთად შეასრულა ჩანაფიქრი, შემდეგ კი დაზარალებური საავადმყოფოში გადაიყვანა, იუწყება Daily mail-ი.
მუმბაის პოლიციის განცხადებით ბაია დაოჯახებულია და ორი შვილს ზრდის, როგორც ქალმა განაცხადა მასზე გადაკიდებული იყო 27 წლის მეზობელი, რომელიც სულ უკან დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. ერთხელაც ქალმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა თავხედი მამაკაცისთვის, მით უმეტეს როდესაც ქმარს მოუყვა ყველაფერი, რამაც ოჯახში დიდი სკანდალი გამოიწვია, ბაიამ ორ მეზობელს სთხოვა დახმარება და ახალგაზრდა მამაკაცი რკინიგზის მახლობლად ტყეში შეიტყუა.მიაბა ხესთან და ჩანაფიქრი განახორციელა.
ამის შემდეგ მსხვერპლი სააავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ მალე ქალი და მისი ორი თანამონაწილე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, რითაც დანაშაული განხორციელდა. როგორც მუმბაის პოლიციის უფროსმა ინსპექტორმა გაჯანან კაბდულემ განაცხადა, დაკავების შემდეგ დამნაშავემ აღიარა, "პენისის მოჭრა და ეს იყო წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომ ჭკუა ესწავლებინა თავხედურად გადაკიდებული მამაკაცისთვის. მკურნალი ექიმის განცხადებით დაზარალებულს გაუკეთდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. "მიუხედავად ამისა, მისთვის სექსუალური ლტოლვა ამ გათხოვილი ქალის მიმართ მაინც არ ცხრება, იგი ყურებამდე შეყვარებულია მასზე"-განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა წყარომ. 622 3-ს მოსწონს
|