სხვა Philips W732-კარგი აკუმულატორი და 2 სიმ ბარათი 2012, 12 ივლისი, 19:07 კომპანია Philips ჩვენთვის პირველ რიგში ცნობილია, როგორც ხანგრძლივი მუშაობის რეჟიმის მქონე სმარტფონების გამომშვები. ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის გამოცდილება ახალ Philips W732-შიც არის გამოყენებული. კომპანიის განცხადებით ტელეფონი მუშაობს 13 საათამდე საუბრის რეჟიმში და დაახლოებით 10.5 საათი ვებ-სერფინგის დროს. რაც შეეხება აკუმულატორს, მას მოცულობის თითქმის სარეკორდო მაჩვენებელი აქვს 2400. ამაზე დიდი მოცულობა აქვთ მხოლოდ Samsung Galaxy Note-ს (2500) და Motorola Droid Razr MAXX-ს (3300). ტექნიკური მახასიათებლებიდან შეიძლება გამოვყოთ 4, 3 დიუმიანი IPS დისპლეი ზომით 480 х 800, ერთბირთვიანი პროცესორი MediaTek MT6575 (1 გჰ), 5 მეგაპიქსელიანი კამერა, Bluetooth, Wi-Fi, GPS და HSPA. ტელეფონის ზომებია 67.44 х 126.37 х 12.3 მმ, წონა 166, 5 გრამი. შავი ფერის გარდა წარმოდგენილია კიდევ 4 უფრო მხიარული შეფერილობა: ცისფერი, თეთრი, სალათისფერი და ვარდისფერი. ახალი ტელეფონის გამოსვლის ვადების შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. 134 4-ს მოსწონს
|