x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა საშიშროებას შეიცავს სამზარეულოს პირსახოცი და ჩაის ტილო? ეს უნდა იცოდეთ!
გასულ წელს, Scientific Reports-ის მიერ სამეცნიერო ანგარიშები გამოქვეყნდა, სადაც სტატიის სახით ამცნეს ხალხს, რომ სამზარეულოს ხელსახოცის, პირსახოცის, ჩაის ტილოს (ნებისმიერ ქსოვილზე, რომელსაც სამზარეულოში ვიყენებთ) ერთი სანტიმეტრი კუბიკის მონაკვეთზე 5 х 1010-ზე მეტი ისეთი მიკრობია, რომლებიც პნევმონიის და მენინგიტის პროვოცირებას იწვევს.



image


ძნელი წარმოსადგენია, რომ სამზარეულოს ეს განუყოფელი რამ შეიძლებოდა სასიკვდილოდ საშიში ყოფილიყო. ახლახან, კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, ამჯერად კი მავრიკის სამეცნიერო კვლევის უნივერსიტეტის მკვლევარები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დამტკიცდა, რომ ის მართლაც საშიშია.


უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც მუშაობდნენ სამზარეულოს პირსახოცზე არსებული მიკრობების კვლევებზე და მათ მიერ გამომწვევ შედეგებზე, აგროვებდნენ სხვადასხვა დიასახლისების მიერ გამოყენებულ, გაურეცხავ პირსახოცებს (ჩაის ტილო, ხელსახოცი, უშუალოდ სამზარეულოსი) და ატარებდნენ მათზე ლაბორატორიულ კვლევებს.



image



სულ შეაგროვეს 100 პირსახოცი, რომელთაგან 49%-ზე ნამდვილად იყო მიკრობების და ბაქტერიების უდიდესი ნაწილი. დადგინდა, რომ ბაქტერიების დიდი ნაწილი აღმოჩენილია იმ პირსახოცებზე, რომლებიც ბევრსულიან ოჯახებს ეკუთვნოდათ. ასევე, პირსახოცებზე, რომლებიც გამოიყენებოდა ხელებისა და ჭურჭლის გასამშრალებლად, ანუ უმეტესად სველ პირსახოცებზე.



image




პირსახოცების 14%-ზე აღმოჩენილი იყო სტაფილოკოკური ბაქტერიები და ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობს ჩვენს კანზე ან რესპირატორული ტრაქტის ლორწოვან გარსზე. თუმცა, ისინი არც ისე საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.



ჯამში, ბაქტერიების გამოვლენის ასეთი სურათი მივიღეთ პროცენტულობის მიხედვით - კოლიფორმის ბაქტერია (36.7%), ენდოკოკოზი (36.7%) და სტაფილოკოკური აურეზი (14.3%). ოქროს სტაფილოკოკები უფრო მეტად იყვნენ პირსახოცებზე, რომლებიც ეკუთვნოდა შედარებით დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე და ბავშვიან ოჯახებს. კოლიფორმის ბაქტერიების გამრავლების ფაქტი იზრდებოდა ოჯახებში, რომლებიც უმეტესად ხორცპროდუქტებს მოიხმარდნენ. აღნიშნული ბაქტერიები კი ადვილად შეიძლება მოხვდეს ჩვენს კუჭ-ნაწლავში და შედეგად გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები.


image




მაშასადამე, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბაქტერიები ცხოვრობენ პირსახოცზე, რომელსაც სველი მიზნებისთვის მოვიხმართ - ვამშრალებთ ჭურჭელს, ვიმშრალებთ ხელებს და ა.შ.; ასევე პირსახოცზე, რომელსაც ხორც-პროდუქტების დამუშავების დროს ვიყენებთ და პირსახოცებზე, რომლებსაც მალ-მალე არ ვრეცხავთ.



საშიში შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ხშირად გამოცვალეთ და გარეცხეთ სამზარეულოს პირსახოცი, ჩაის ტილო, ხელსახოცი და აუცილებლად გააშრეთ მზეზე.


image





იხილეთ აგრეთვე:



როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაimage





აუცილებლად გარეცხეთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი. აი, რატომimage





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?image





თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!image





აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?image






როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage



0
105
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0