ფეხბურთი ტუღუში სავარაუდოდ ბათუმის "დინამოში" გადავა 2018, 27 დეკემბერი, 15:00 ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ "სამტრედიას" რიგებს წამყვანი მოთამაშეები დატოვებდნენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმერელთა 29 წლის ნახევარმცველი ბექა ტუღუში კარიერას დიდი ალბათობით ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. როგორც იცით, ბათუმელებმა ლიგა 1-ის საგზური მოიპოვეს და გუნდის გაძლიერებას შეუდგნენ. ტუღუშმა გასული სეზონი ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო და შემდეგ "სამტრედიაში" გადაბარგდა. მთლიანად ბექას ანგარიშზე გასულ სეზონში 25 მატჩში 2 გატანილი გოლი მოდის. 112 შეფასება არ არის
|