საზოგადოება
ვხედავ, ქართველი ოლიგარქი ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს..." - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
2018, 27 დეკემბერი, 11:57

ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წინასწარმეტყველის უახლესი ჩანაწერები ქვეყნდება.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ახალი წინასწარმეტყველებებიდან:
- "ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით! კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მათ დასჯას. დაისჯებიან ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა, დაიმახსოვრეთ! ამიტომ ნუ გაბედავთ, შეეხოთ ჯარს, არც შეეცადოთ! ვიმეორებ: დაისჯებით!
- ვხედავ, თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ, ეს შედეგს ვერ მოიტანს!
- ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ეს ასეც მოხდება.
- ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან.
- ვხედავ, მოულოდნელი ცვლილებები მოხდება ევროპულ პოლიტიკაში და ინგლისი ევროპიდან არ გავა, "ბრექსითი" არ შედგება, ეს გამორიცხულია!
რეკორდია, რეკორდი!!!
1.ეს მთავრობა მწარედ იგემებს და მოვა ახალი ძალა
2.ქართველ ოლიგარქს გაქცევა მოუწევს
3.თავდაცვის მინისტრს შეცვლიან,მაგრამ თავდაცვა და ნებისმიერი ორგანო ისევე არაპროფესიონალებით იქნება გამოტენილი,როგორც ახლაა.
4.ნაციონალებს კიდევ დაიჭერენ ან მათ თანამოაზრეებს
5.რუსეთი ვერ დაიწყებს ომს საქართველოში
6.რუსეთს მოუწევს თავისი ფეხით გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან
7.ყველაფერი გაძვირებული დარჩება ან მოიმატებს ფასები,დაბალი ფენა უფრო გაღარიბდება,მაღალი ფენა უფრო გაძღება,ეს საჭიროა რათა ხალხმა ისწავლოს დაფასება ეს გაგრძელდება ცოტა ხანს წლებიც შეიძლება.
8.კალაძე ახალ მთავრობასთან მორგებას შეეცდება,რამდენად მოირგებენ ამას ვერ ვხედავ.
9.ნაციონალი მოღალატეები,რომლებმაც ივანიშვილი თავისი ხელით მოიყვანეს გასამართლდებიან თავიანთი ნამოქმედარის გამო
10.თამუნა კორძაია იქნება ერთ-ერთ თანამდებობაზე და სრულიად სამართლიანი იქნება.
11.რუსეთის დასუსტების შემდეგ არამარტო ოსები,აფსუები,ჩეჩნები,დაღესტნელები ნელ-ნელა აჯანყებებს მოაწყობენ.
12.ევროპა მხოლოდ მაშინ გახდება "ძლიერი" როცა ამერიკა რუსეთს დაასუსტებს,სიღრმეში კი ისინი ისევე უსუსურნი იქნებიან როგორც ახლა არიან.
აბა ვნახოთ რომელი გამართლდება უფრო მეტად.