x
image
თამილა გურაშვილი
ჩინელმა არქეოლოგებმა ოქროთი და ძვირფასეულობით სავსე უძველესი ქალის სამარხი გახსნეს
image

ჩინეთში არქეოლოგებმა XIV-XVII საუკუნეების მინის დინასტიის გავლენიანი ქალბატონის საფლავი გახსნეს. იქ დაკრძალული ქალბატონი იყო ჰერცოგ მუ ბინის სამი ცოლისგან ერთერთი. ჰერცოგი ბინი სამხრეთ ჩინეთის საზღვართან მდებარე პროვინციას მართავდა. ეს ქალბატონი გარდაიცვალა 1474 წელს ავადმყოფობის შემდეგ. იმ დროისათვის 45 წლის ქალბატონი იყო ბრძენი პოლიტიკოსი და სტრატეგი. ის ეხმარებოდა თავის შვილს პროვინციის მართვაში.
მისი გარდაცვალების დღეს, პროვინციის მაცხოვრებლები, სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები, ხანდაზმული და ახალგაზრდაები, ყველა გლოვობდა და შეწუხებულნი იყო, თითქოს საკუთარი მშობელი დაკარგეს - ეწერა საფლავის შიგნით ნაპოვნ ეპიტაფიას.
გარდა ამისა, სამარხი სავსე იყო უამრავი ოქროს სამკაულებით და ძვირფასეულობით: - სამაჯურები, ოქროს ყუთები სუნამოებისთვის და სავარცხლებისთვის. ყველა ნივთი ძვირფასი ქვებისგან არის მოჭედილი.
0
324
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0