სხვა მათთვის, ვინც დაიღალა ცუდი ამბებით, სასიამოვნო და იმედით აღსავსე ამბები მთელი მსოფლიოდან 2018, 24 დეკემბერი, 11:45 1)საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც აიკრძალა სუპერმარკეტებიდან ზედმეტი საკვების გადაყრა - იგი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, თუ არა და, ჯარიმას გადაიხდიან.
![]() 2)შოტლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც დაბალშემოსავლიან ქალებს და სტუდენტ გოგონებს პირადი ჰიგიენის პროდუქტები უფასოდ ურიგდებათ. ![]() 3)სამხრეთ კორეამ მიიღო ახალი კანონი, რის მიხედვითაც აკრძალულია ძაღლის მოკვლა ხორცის წარმოების მიზნით. ![]() 4)ინდოეთის შტატ მადიაში 1, 5 მილიონმა მოხალისემ დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი - 12 საათში 66 მილიონი ხე დარგეს. ![]() 5)მკერდის კიბოთი გარდაცვლილი ქალების რაოდენობა შემცირდა 39%-ით, 322 000 ქალის სიცოცხლე გადარჩენილია. ![]() 6)იტალიაში მიიღეს ახალი კანონი, რის მიხედვითაც უხმო ფოიერვერკებს გაისვრიან, იმიტომ, რომ შეამცირონ ცხოველების შფოთვა და სტრესი, (და ადამიანებისაც).. ![]() 7) საუდის არაბეთში ამიერიდან ქალებს შეუძლიათ აიღონ მართვის მოწმობა და პირველად ისტორიის მანძილზე, მიუსხდნენ საჭეს. ![]() 8) ჰოლანდიაში ციხე პატიმრების სიმცირის გამო გადაკეთდა ბინებად ლტოლვილებისთვის. ![]() 9) ნორვეგია მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც აიკრძალა ცხოველების მოშენება ტყავის და ბეწვეულის რეწვისთვის. ![]() 10)adidas-მა განაცხადა, რომ დაამზადა 1 მილიონი სპორტული ფეხსაცმელი, რომლის მასალადაც გამოიყენა პლასტიკატი, რომელიც მსოფლიო ოკეანეებიდან ამოიღეს parlay-თან თანამშრომლობით. ![]() 11) ანტარქტიდის ოკეანის თავზე ოზონის ხვრელი საგრძნობლად შემცირდა და პირველად გაუტოლდა 1988 წლის ნიშნულს. ![]() 12) მთელი მსოფლიო მასშტაბით შემცირდა მწეველთა რიცხვი, განსაკუთრებით ქალებში. ![]() 13)ikea-ს დამფუძნებელმა, ინგვარ კამპრადმა 23 მილიარდი დოლარი ჩადო ქველმოქმედებაში - შვედეთში ბიზნესის განვითარებისთვის. ![]() 14)კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 35 წლის მანძილზე დარგული ხეები უფრო მეტია, ვიდრე მოჭრილი ან გამხმარი. ![]() 15) ინდოეთი აპირებს წამოიწყოს ყველაზე მხსვილმასშტაბიანი კამპანია- შექმნას უფასო ჯანდაცვა 500 მილიონი ადამიანისთვის. ![]() 16) 2017 წლისთვის მზის ენერგია 30%-ით მეტჯერ იქნა გამოყენებული. ![]() 17) ლონდონში და ვენაში ამიერიდან პური აღარ იყრება, ნარჩენებს ლუდის წარმოებაში იყენებენ. ![]() 18)ბილ გეიტსმა შეწირა 12 მილიონი დოლარი უნივერსალური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. ![]() 19)დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ნორვეგიამ და ინდოეთმა გააფორმეს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც 2040 წლისთვის მთლიანად აიკრძალება საწვავზე მომუშავე ავტომობილის გაყიდვა. ![]() 20) ბოლო 16 წელიწადში 1, 2 მილარდი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა ელექტროენერგია. ![]() 76 7-ს მოსწონს
|