საზოგადოება ინდონეზიაში 5 მეტრიანი სიმაღლის ცუნამის გამო გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა 2018, 23 დეკემბერი, 18:51 ძლიერი ტალღა შეიძლება გამოიწვია ბოლო დროს ანაკ-კრაკატაუში ვულკანის ამოფრქვევამ. ინდონეზიაში ცუნამის შდეგად სიკვდილიანობის რიცხვი 43-მდე გაიზარდა, 584 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინდონეზიის კატასტროფების პრევენციის სააგენტოს სუტოპო ნუგროხოს ოფიციალური წარმომადგენელი იუწყება. ორი კვლავ დაკარგულთა სიაშია. ცუნამი მოხდა შაბათ ღამეს, იავასა და სუმატრას კუნძულებზე. როგორც სუტოპო ნუგროხოს წარმომადგენელი იუწყება, ძლიერი ტალღა შეიძლება წარმოიშვა ბოლოდროინდელი ვულკანის ამოფრქვევის გამო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 ადამიანი დაიღუპა, 165 დაშავდა შაბათ ღამით, ინდონეზიაში, ცუნამის გამო. შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს ინდონეზიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. თითქმის ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით 170 მიწისქვეშა ბიძგები იყო დაფიქსირებული. ძლიერმა ბიძგებმა გამოიწვია ცუნამი, რომლის დროსაც ტალღების სიმაღლე3-5 მეტრი იყო. თუმცა, მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის სააგენტომ პირველი ბიძგებიდან 30 წუთის შემდეგ ცუნამის საფრთხე გაუქმა, რადგან ხელსაწყოებმა მოახლოებული სტიქია არ დააფიქსირა. 84 შეფასება არ არის
|