გარეგნულად მშვიდი, თუმცა მოუსვენარი - ღმერთი, რომლისაც სხვა ღმერთებსაც ეშინიათ(მითოლოგია)
ლოკი მუხთალი და ცბიერი ღმერთი იყო, ის გიგანტების მოდგმისაა.მისი მშობლები ფარბაუტი და ნალი არიან. ლოკიმ თავისი მოხერხებულობით იმდენი ქნა, რომ ოდინის ძმადნაფიცი გახდა, ამ ფიცით კი ლოკი ასებს დაუახლოვდა. ლოკი თავისით ეხმარებოდა ღმერთებს, მაგრამ ხშირად უწყობდა მათ ოინებს, რისი გამოსწორებაც ისევ ლოკის უწევდა.
ლოკის ვერაგობის ეშინოდათ ადამიანებს, გიგანტებს, ჯუჯებს და თავად ღმერთებსაც. მისი წყალობით დაიღუპა სინათლის ღმერთი ბალდრი, სწორედ ლოკის შვილებმა ითამაშეს რაგნაროკში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი.
ლოკი გარეგნულად მშვიდი ჩანს, თუმცა ავი, მერყევი და მოუსვენარია. თავდაპირველად ლოკი ცეცხლის ღმერთი იყო, მოგვიანებით კი წარღვნის, ნგრევისა და სიავის ღვთაებად იქცა.
ღმერთებმა ლოკი ჯაჭვებით მიაბეს კლდის ქიმზე, თავთან კი შხამიანი გველი დაუსვეს რომელიც შხამს პირდაპირ სახეზე აწვეთებდა. ლოკის მისი ცოლი სიგუნი დაუდგა გვერდით და შხამს თასში აგროვებდა, მაგრამ როდესაც თასი ივსებოდა და სიგუნი მის გადასაღვრელად მიდიოდა, შხამი ლოკის სახეზე ხვდებოდა, ტკივილისგან ლოკი იგრიხებოდა და მიდგარდში(ადამიანთა სამყარო) მიწისძვრები ხდებოდა.
ლოკის მიეწერება ვულკანის ამოფრქვევაც.