მოვლენები ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატობაში სდებს ბრალს 2018, 21 დეკემბერი, 22:24 ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატობაში სდებს ბრალს![]() მიზეზი ახლახანს დემნას მიერ შექმნილი ყვითელი კაბაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად მიშელ ობამას ეცვა. ქვემოთ გამოსახული ყვითელი კაბა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შექმნა დემნა გვასალიამ, მეორე წითელი კაბა, კი 2017 წელს ავთანდილ ცქვიტინიძემ, რომელთა შორის მართლაც დიდი მსგავსებაა ფერს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების განაწყენება. ![]() თავისი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით ავთანდილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოხატა, სადაც ამბობს: "ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის [2017], შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეირბინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ".ცქვიტინიძის მიერ შექმნილი წითელი კაბის ფასი 270 ლარია. ![]() ამას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოების ნაწილმა ავთანდილს გამოუცხადა თანადგომა და გვასალიას ქილიკს მოჰყვა, ხოლო დანარჩენმა დემნას. იხილეთ რამდენიმე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით: ![]() ![]() 101 შეფასება არ არის
|