საზოგადოება 4 წლიანი უიმედო კომიდან გამოღვიძებულმა ამერიკელმა გოგონამ თავისი მონაყოლით ახლობლები გააოცა 2018, 20 დეკემბერი, 13:29 ![]() ექიმები მის გამოჯანმრთელებაზე იმედს არ იძლეოდნენ. მას მილის საშუალებით კვებავდნენ. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, 2010 წელს სასწაული მოხდა - პაციენტმა გაიღვიძა. მან თქვა, რომ კომაში ყოფნისას, მას ყველაფერი ესმოდა, რასაც სხვები საუბრობდნენ, მაგრამ ვერ პასუხობდა, მას თითების მოძრაობაც კი არ შეეძლო. "ჩემს მშობლებს ჩემი გამოჯანმრთელების სჯეროდათ, მათ ჩემი ოთახი საავადმყოფოს პალატას დაამსგავსეს, დღე და ღამე ზრუნავდნენ ჩემზე, ძმები კი მიყვებოდნენ ყველაფერზე, რაც ოთახის გარეთ ხდებოდა." - იხსენებს ვიქტორია. ![]() მისი თქმით, მისი ოჯახის დახმარებით მან შეძლო ძალის მოკრება და დაავადების დამარცხება. მშობლებმა არ იცოდნენ, რომ გოგონას მათი ლაპარაკი ესმოდა. კომიდან გამოსვლის მერე გოგონამ ინვალიდის ეტლში გადაინაცვლა. 2015 წელს მან შეძლო პირველი ნაბიჯების გადადგმა, ხოლო, 2016 წელს - რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ყავარჯნის გარეშე. საბოლოო ჯამში, ვიქტორია გახდა პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორი და საცურაო და სპორტული არხის ESPN- ის წამყვანი. ![]() ![]() ![]() 1300 შეფასება არ არის
|