x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის მაცხოვრებლების შეხედულება რელიგიაზე განსხვავებულია
image

აღმოსავლეთ ევროპაში რელიგიური უმცირესობების დამოკიდებულება უკავშირდება ეროვნულ იდენტობას სხვადასხვა კონცეფციებთან. როდესაც ისინი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში იყვნენ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად არ დაუშვა საზოგადოებაში რელიგიური მანიფესტი(ანუ კონკრეტული კონფესიების ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება). თუმცა, დღევანდელ აღმოსავლეთ ბლოკში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობისთვის, ქრისტიანობა (როგორც კათოლიციზმი, ასევე მართლმადიდებლობა), მათი ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

დასავლეთ ევროპაში, ადამიანების უმრავლესობას არ სწამს, რომ რელიგია მათი ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქრისტიანობა სულაც არაა საჭირო ან მნიშვნელოვანი, რომ ნამდვილი ფრანგი ან ბრიტანელი იყოს.


თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში ყველა ქვეყანა არ ექვემდებარება ამ კანონზომიერებას, მაგალითად ჩეხეთი(თავის დროზე ჩეხოსლოვაკია)იყო აღმოსავლეთის ბლოკის წევრი, თუმცა არის უკიდურესად არარელიგიური ქვეყანა.



ზოგადად აღმოსავლეთ-დასავლეთის აშკარა განსხვავება არის უკიდურესი ნაციონალიზმის არანაკლებ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: კულტურული შოვინიზმი.

გამოკითხვის დროს რესპონდენტები ეთანხმებოდნენ ასეთ ფორმულირებას: "ჩვენი ხალხი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ჩვენი კულტურა ყველა დანარჩენს აღემატება".

ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაცხოვრებლები უფრო მიდრეკილნი არიან თავიანთი კულტურის სხვებზე მაღლა დაყენებით. ამით გამოირჩევა განსაკუთრებით ყველა რვა ქვეყანა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მდებაროებს აღმოსავლეთ ევროპაში:საქართველო, სომხეთი, ბულგარეთი, რუსეთი, ბოსნია, რუმინეთი და სერბეთი.

ახლა კი გავეცნოთ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულ კვლევის ცხრილს.


პირველი სვეტი - გაიზარდა ქრისტიანად. მეორე სვეტი - ახლა ქრისტიანია.

განსხვავება ყველაზე დიდია ბელგიაში, (83%/55%) ნორვეგიაში(79%/51) ჰოლანდიაში(67%/47)


აღმოსავლეთ ევროპაში პარადოქსულად პირიქითაა, მაგალითად უკრაინა გაიზარდა ქრისტიანად(81%) ახლა ქრისტიანია(93%) +12 მატება.

image

2) პირველი სვეტი - რელიგია მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. მეორე სვეტი - ისინი ესწრებიან რელიგიურ ღვისმსახურებებს მინიმუმ ერთხელ თვეში. მესამე სვეტი - ისინი ყოველდღიურად ლოცულობენ.

image3)პირველი სვეტი - სჯერა ღმერთის. მეორე სვეტი - დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში. მესამე სვეტი - სჯერა ღმერთის, მაგრამ ნაკლებად დარწმუნებულია. მეოთხე სვეტი - არ სჯერა ღმერთის არსებობის.

ყველაზე მორწმუნე- ამ მხრივ ლიდერობს საქართველო, ხოლო ყველაზე ათეისტური ჩეხეთია.

image

პირველი სვეტი - სჯერა ბედისწერის. მეორე სვეტი - სჯერა "ავი თვალის". მესამე სვეტი - სჯერა რეინკარნაციის.

ყველაზე ცრუმორწმუნე მეზობელი სომხეთი გამოდგა, საპირისპიროდ იტალია.

image

0
132
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0