შოუბიზნესი 7 ცნობილი ადამიანი, რომელიც მოერია მავნე ჩვევებს და სრულიად გათავისუფლდა დამღუპველი სენისგან 2018, 19 დეკემბერი, 16:41 ალბათ, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს წამალდამოკიდებულება ან ალკოჰოლდამოკიდებულება. განსაკუთრებით ცნობილებს უჭირთ ამ სენთან გამკლავება. წარმოგიგდენთ ვარსკვლავებს, რომლებმაც დაამარცხეს მავნე ჩვევები და შეინარჩუნეს ჯანმრთელობა.
1.ანჯელინა ჯოლი" მე თითქმის ყველა ნარკოტიკული საშუალება გავსინჯე, ეს იყო ნამდვილად მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში". ეს სიტყვები ეკუთვნის პლანეთის ერთ-ერთ ლამაზ ქალს. ანჯელინა ჯოლი იტანჯებოდა ანორექსიითა და დეპრესიით, მაგრამ მან დაძლია ორივე სენი და როგორც ამბობენ, ეს მან მის გარშემო მყოფი კარგი ადამიანების დახმარებით მოახერხა.
2. ადელიადელი კარიერის დასაწყისში რადგან ძალიან ნერვიულობდა, სცენაზე გასვლის წინ ხშირად სვამდა, შემდეგ ეს ჩვევაში გადაიზარდა. " ერთხელ, როდესაც სცენაზე გავედი, ისეთი ნასვამი ვიყავი, საკუთარი სიმღერის სიტყვები დამავიწყდა, ეს საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ". 2009 წელს მან გადაწყვეტილება მიიღო, ებრძოლა ამ მავნე ჩვევასთან და გაიმარჯვა კიდევაც, გლანდების ამოჭრის შემდეგ, იგი აღარ ეტანება ალკოჰოლს.
3. ანტონი ჰოპკინსიდღეს ის 79 წლის გახლავთ, როგორც თავად ამბობს, 41 წელი ალკოჰოლდამოკიდებულებით იტანჯებოდა. იგი იხსენებს, რომ ისე თვრებოდა, ხანდახან მანქანაში ეძინა, ხან კი არ ახსოვდა, მანქანა სად დატოვა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ბევრი მსახიობის სენია, რომელიც აუცილებლად ანადგურებს ადამიანსაც და მის კარიერასაც.
4. ემინემიემინემი წამალდამოკიდებული იყო, რამდენიმე წლის წინ მან დოკუმენტურ ფილმში აღნიშნა ამის შესახებ, მაგრამ ამჟამად მან უკვე დაამარცხა თავისი სენი და როგორც წერს, ახლა მხოლოდ მუსიკაზეა დამოკიდებული. 5. სტინგი
ალბათ, ძნელია დაიჯეროთ, რომ სტინგი, რომელც ახლა ძალიან კარგი მეუღლე და 6 შვილის მამაა, უწინ იყო ალკოჰოლიკი და ჰქონდა ჰალუცინაციები. დიახ, სწორედ ასე იყო, მაგრამ დაოჯახებამ და შვილებმა მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ახლა იგი საერთოდ აღარ იტანჯება ამ სენით.
6. ელტონ ჯონი
ელტონ ჯონი ახალგაზრდობაში იყენებდა ნარკოტიკებს. როგორც იგი აღნიშნავს, ნახევარი ცხოვრება ამ სენთან ბრძოლაში გაატარა და ახლა უკან რომ იხედება, გრძნობს, რომ ძალიან ბევრი დაკარგა ამის გამო. იგი წამალდამოკიდებული გახდა პირადული პრობლემების გამო. თუმცა ახლა სრულიად განკურნებულია ამ სენისგან.
7. ბრიტნი სპირსიმის ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ იგი წამალ და ალკოჰოლდამოკიდებული გახდა, ჰქონდა პრობლემები ოჯახში, აწყობდა სკანდალებს და ჩავარდა დეპრესიში. მამამისმა იგი ამ სენისგან იხსნა თავისი მზრუნველობით და ახლა ბრიტნი ისევ კარგადაა.
4261 1-ს მოსწონს
|