x
image
თამილა გურაშვილი
..აქ დაიგეგმა ან "გაპრავდა" ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურე და ბოროტება მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში

image
შიმშილობის მეოთხე დღე

კვლავ აქ ვართ, ამ ტიალ შენობასთან. აქ დაიგეგმა ან "გაპრავდა" ყველაფერი, თუკი რაიმე სიბინძურე და ბოროტება მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში... ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ყველაზე დახურული და ყველაზე უსინდისო მონსტრია! შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გვეშველება, როდესაც მოვა ხელისუფლება, რომელსაც ეყოფა ნება და სითამამე, აქ ჩადენილი საშინელებანი სააშკარაოზე გამოიტანოს და არ გაჰყვეს ცდუნებას - მისდიოს წინამორბედთა გზას!

ჩვენ არაფრის იმედი არა გვაქვს. არც ამათ მორალსა და სინდისზე გვაქვს ილუზიები. შესაბამისად, არც შიში გვაქვს რომ რამე ისე არ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უბრალოდ, ვაკეთებთ, რაც სწორად მიგვაჩნია!

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მორალურ თანადგომას გვიცხადებს... დიდი მადლობა ყველას
გელით ხვალ, 18 დეკემბერს 4 საათზე, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციაზე!- ცოტნე გამსახურდია

შგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები მეორე დღეა, პროკურატურის შენობაში შიმშილობენ. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები უკმაყოფილო არიან გამოძიებით, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გამო, შესაძლოა, მალე საერთოდ დაიხუროს.
0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0