კახეთი როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები პრეზიდენტის ინაუგურაციაზე 2018, 17 დეკემბერი, 8:07 გუშინ დასრულდა საქართელოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, რომელიც თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა. პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რის მიხედვითაც საქართველო 2024 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩება, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება. ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც საზღვარგარეთიდან მოწვეული სტუმრები, ასევე ქართველი საზოგადოების ბომონდი:პოლიტიკოსები, კუტურის სფეროს წარმომადგნლები და სხვა. ინაუგურაციას არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი და არც მისი ოჯახის წევრები. ქვემოთ ფოტოებზე პოლიტიკოსების გარდა, თქვენთვის ნაცნობ მრავალ სახელს იხილავთ შოუ-ბიზნესიდან: ჯემალ სეფიაშვილი, “უცნობი”, თეონა თავართქილაძე, მარიკა თხელიძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათო ევგენიძე, სოფო ხალვაში, სალომე გოგიაშვილი, ქეთი დოლიძე, თემურ თათარაშვილი, აჩიკო ნეფარიძე და სხვები. 230 5-ს მოსწონს
|