x
image
ლანა92
მეგრული კვირის შვიდდღიანი სისტემა - "მარაშ (მარუოშ) დღალეფი" წარმართობიდან დღემდე

image

კვირის შვიდდღიანი სისტემა მეგრულში მომდინარეობს წარმართული ტრადიციებიდან და ის ქრისტიანობაში გადმოსვლიდან დღემდე უცვლელად ინარჩუნებს თავის სახეს.

მეგრულ კულტურაში კვირის დღეების, იგივე მარაშ, მარუოშ დღალეფის დასახელებები, რომელიც დამახასიათებელია როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული ტრადიციებისათვისაც, წარმოშობის ისტორიისა და სისტემურობიდან გამომდინარე, ჰარმონიულია თანამედროვე მეგრული ენისა და ყოფისათვისაც.

მეგრულად შვიდდღიურ სისტემას, შვიდეულს "შქვითული" ეწოდება, მსგეფსს კი - მარუო კვირა, მარა.

მარაშ, მარუოშ დღალეფი ანუ მეგრული კვირის დღეებია:

1.თუთაშხა - ორშაბათი, მთვარის დღე;

2.თახაშხა - სამშაბათი, თახას (წარმართულ პანთეონში ომის, ტაროსის ღვთაება, გამგებელი, არია-მარსის შესატყვისი) დღე;

3.ჯუმაშხა - ოთხშაბათი, ჯუმას (წარმართობაში ნაყოფიერების, მწყემსთა და საქონლის მფარველი ღვთაება) დღე;

4.ცაშხა - ხუთშაბათი, ცის დღე;

5.ობიშხა - პარასკევი, ობის (წვიმის, ჭექა-ქუხილის ღვთაება) დღე;

6.შურიშხა (დღეს უფრო ებრაული "საბატონი" გამოიყენება)- შაბათი, მიცვალებულთა სულის ხსენების დღე (საბატონი ებრაულია და შაბათიდან მომდინარეობს, მეგრულად უნდა იყოს შურიშხა);

7.ჟაშხა - კვირა, კვირადღე, მზის დღე, პირველი დღე მზგეფსისა [ალიო ქობალია, მეგრული ლექსიკონი, 2005];

imageბორჯღალი -მზის კოლხური სიმბოლო

მეგრული შვიდდღიური სისტემა იწყება მზით - "ბჟა"-თი, რადგან კუთხის შორეული პირველი კულტურის წიაღიდანვე მზე აღიქმებოდა დედად, ქალურ საწყისად, სიკეთისა და სინათლის წყაროდ და დღესაც მეგრელი კაცის ყოფაში ყოველი დილის, დღის, საქმიანი ცხოვრების დასაწყისის მაცნეა მზე. სამეგრელოსათვის ოდითგანვე მზე იყო უდიდესი ღვთაებრივი მაკავშირებელი, ასტრალურ ღვთაებებს შორის უპირველესად მოაზრებული.

მზე დედაა, ქალური საწყისია, დედა კი ადამიანთათვის უპირველესი მზრუნველი, მფარველი, დამბადებელი და მაცოცხლებელი, ყველაზე ახლობელი არსებაა. პირველყოფილი გვარიც უხსოვარი დროიდან დედას ცნობდა უფროსად, დედა იდგა პირველყოფილი საზგადოების სათავეში.

ბჟა-დედა, მზე - დედა დედის ფუნქციით, როლითა და სიკეთით აღსავსე ასტრალური პირველსაწყისი (სუბსტრატი) უდგას მეგრულ წარმართულ პანთეონს სათავეში, რაზეც უძველესი დროიდან მეგრულ ყოფასა და კულტურაში დღემდე სათუთად დაცული ლექსიც მეტყველებს:

"ბჟა დიდარე ჩქიმი, "(მზე დედაა ჩემი),

თუთა მუმა ჩქიმი, (მთვარე-მამაჩემი),

ხვიჩა-ხვიჩა მურუცხუფი - (თვალციმციმა ვარსკვლავები)

და დო ჯიმა ჩქიმი". (და და ძმაა ჩემი)".

პირველყოფილი, წარმართული შვიდდღიური სისტემა, რომელშიც ყოველი დღე ასტრალური ღვთაების სახელითაა აღნიშნული და მიძღვნილია შვიდჯერ დალოცვილი, შვიდი უდიდესი ღვთაების პანთეონისადმი, შეინარჩუნა მხოლოდ სამეგრელომ, ჭანეთმა და სვანეთმა.

ბჟაშდღა (ჟაშხა), კვირა მზის დღეა. ამ დღეს მეგრელი კაცი მზეზე ლოცულობდა, მზის საპატივცემლოდ რიტუალს აღავლენდა. უხსოვარ დროში, ალბათ, სწორედ კვირა დღით, მზის დღით იწყებოდა მარა, მსგეფსი, შრომაც და ექვსი დღე გრძელდებოდა, ხოლო მეშვიდე დღეს, დასვენების დღეს პირველი სულის, სამყაროს, სიცოცხლის პირველსაწყისის საპატივცემლო რიტუალს უთმობდნენ მთლიანად. სწორედ პირველმა სულმა, მეგრულად "შურმა", დიდმა ღვთაებამ ქაოსისაგან შექმნა სამყარო, წესრიგი, გაარიგა ქვეყანაზე ღვთიური მადლი, სიცოცხლე და სიკეთე დათესა, სათავე დაუდო სიცოცხლის, სიკეთის მომნიჭებელ თავმდინარეს - ენგურს და მერე მეშვიდე ცაზე ამაღლებით თავის ღვთიურ განსასვენებელში დაივანა, განისვენა, ქალდეური კრონოსის დარად.ამიტომ შაბათი ძველ სამეგრელოში უქმე დღეა.

შვიდდღიური სისტემის მეშვიდე ღვთაებაა სულხი და მის საპატივცემლოდ შაბათს მეგრულად შურიშხა, სულის დღე ეწოდება. ის "დაუქმების", დასვენების დღეა, გამოსასვლელი დღეა, დაუქმებულია, უქმეა (მეგრელთათვის "უქმე რე").კვირა ღვთაებაა, მზის ღვთაებაა (მდედრი ღვთაება), სული კი მორიგე ღვთაებაა, კოსმიური წესრიგის განმრიგე, მთვარეა (მამრი ღვთაება).იგი მიწათმოქმედთა (მხვნელ-მთესველთა), დერვიშთა, მოგზაურთა, მსახიობთა, მეხოტბეთა მეგზური და გზის მანათობელია.მთვარის სხივით განათებული, ნათელი ღამე მეგრელთა სალოცავი და საღვთო-საფიცარი იყო ოდითგანვე.

image

მეგრული შვიდდღიური სისტემა, რომელიც შეიქმნა წარმართულ ეპოქაში, წინ უსწრებს ქრისტიანულ ტრადიციას, ქრისტიანული მომავლის წინასწარჭვრეტაა, ქრისტიანობის დამკვიდრებამდე ასახავს ბიბლიურ სინამდვილეს:ღმერთმა განაპო კოსმიური ქაოსი ნათელად და ბნელად, დღედ და ღამედ, შექმნა 2 დიდი მნათობი: მთავარი, უპირველესი მზე და უმრწემესი მთვარე, ბოლოს მცირე მომყოლი მნათობები - ვარსკვლავები.

ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სამეგრელოში დღემდე მყარად შემონახული წარმართული შვიდდღიური სისტემა, სვანურ და ჭანურ შვიდდღიურ სისტემებთან ერთად, ქართული წარმართული ყოფის შესაბამისად, უძველესია და ეფუძნება ბიბლიურ სინამდვილეს.

ბჟაშხა, თუთაშხა, თახაშხა, ჯუმაშხა, ცაშხა, ობიშხა და შურიშხა შვიდჯერ დალოცვილი, "შქვითშახ ხვამლი" სიკეთეა, პირველღვთაებიდან დაწყებული მორიგე ღვთაებით დამთავრებული შვიდი დიდი ღვთაების პანთეონია.

მეგრელი კაცის რწმენაში უხსოვარი დროიდანვე ნიშნეულია მზის თაყვანება, რომელსაც ფესვები ღრმად უდგას კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყოფაში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ტაშკენტის მაგალითი, იქ დაცული შაშტეპას არქეოლოგიური ძეგლი, კონუსური გუძუბა, რომლის გათხრის შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 5 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის ქვის ჯვარი, ჯვარის გულში კი - კერა.უნდა ვიფიქროთ, რომ ჯვრის გულში ჩაუქრობელი ცეცხლის კერა იყო გამოხატული.

უძველეს დროში ტაშკენტში ჯვარი მზის ხატი ყოფილა და მასზე ენთო მუდმივი უქრობი ცეცხლი, მზის მადლით აელვარებული მათბობელი სიკეთე. ჯვარი, როგორც მზის ქანდაკი, საკულტო-სარიტუალო ხატება, ტაშკენტში გამოსახულია ყველა მეჩეთში.

ეს ნიშნავს, რომ მზის თაყვანების მსოფლიო საწყისი მეგრულ წარმართულ ყოფასაც მოიცავს.ამას ადასტურებს საქართველოში შუა ბრინჯაოს ეპოქის საცხოვრისებში მასობრივად აღმოჩენილი ჯვარ-ხატები, კერძოდ, სამეგრელოში (კურზუს ასრე მატვილის მუნიციპალიტეტში, შუაბრინჯაოს საცხოვრისზე ნაპოვნი ჯვრები და ჯვარფიბულები, ასეთივე ხატები, სარიტუალო ჯვრები სამეგრელოს სოფლებში:ეჭიეში, ბიაში, ბჟეთში, აბედათში).

სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოში მზის თაყვანისცემის უძველესი, ხანსრული და მასშტაბური ტრადიცია რომ კონკრეტულ, რეგიონულ მისანიშნად კი არა, მზისა და მთვარის ღვთაებათა მსოფლიოს პირველყოფილი კულტურის საერთო მახასიათებლად, მის ნაწილად ისახება, ამაზე მეტყველებს მზის პირველ ღვთაებად, დედად, მთვარის კი- უმრწემესად, მამად მოაზრება ბუშმენების, პაპუასებისა და მალაიზიელების მიერ.

იენე ბიერეს მიხედვით, ახალ გვინეაში მზეს განსაკუთრებულ რიტუალს უმართავენ:უგებენ საწესო ქოხს და ნაყოფიერებას სთხოვენ, საწესო ბოსტანში ანთებენ ცეცხლს, დანახშირებულ ნაკვერჩხლებზე ვაჟკაცობის გამოცდას აწყობენ, ხოლო მზის მისანი და მზის კაცები განასახიერებენ მზის თაყვანებას.

ტაშკენტში არსებობს ჯუმასდღე, თუმცა იქ ეს დღე არა ოთხშაბათი, არამედ პარასკევია, თვითონ ღვთაება ჯუმა კი ერთობ საინტერესოა.სერგი ჯიქიას მიხედვით, "ჯუმა" არაბული სიტყვაა და ჯამაათის მეჩეთში თავშეყრას აღნიშნავს. ჯუმას ანუ თავშეყრის დღე თურქულ სამყაროში იყო პარასკევი, ლოცვის დღე.უფრო სწორია, თუ ვიფიქრებთ, რომ ჯუმა შეიძლება, მომდინარეობდეს, როგორც ძველი შუამდინარული ღვთაების სახელწოდება, მისადმი ლოცვას კი ქვეყნებში სხვადასხვა დღეს აღავლენდნენ.თურქული მოდგმის ხალხში ჯუმას დღე პარასკევია, მეგრელთა და სხვა ხალხთათვის - ოთხშაბათი.

სამეგრელოში ჯუმას სალოცავებია ჯუმითი, ჯუმათი.ჯუმა თვითონ ცალკე ღვთაებაა, ჯუმას დღე მხოლოდ მისი დღეა და არა ლოცვის საერთო დღე, ჯამათით წასვლის დღე.სავარაუდებელია, რომ არაბული სიტყვის "ჯუმა" წარმოშობა უკავშირდება საერთო შუამდინარულ ლექსიკას, ან თავდაპირველად იგი შუამდინარული ღვთაების სახელი იყო და იქიდან გავრცელდა მთელ აღმოსავლეთში სხვადასხვა ვარიაციითა და მნიშვნელობით.

მეგრული ჯუმა ადგილის, ნერჩის, ოჯახის ფუძის მფარველი ღვთაებაა, რომელიც განასახიერებს სიმტკიცესა და სიკეთეს.

მეშვიდე ღვთაების დღის სახელი მეგრულში, ასევე სვანურსა და ჭანურში, თანამედროვე ყოფასა და ლექსიკაში არის "საბატონი", რომელიც უძველესი, წარმართული მეგრული შვიდდღიური სისტემის "შურიშხა"-ს ნაცვლად გამოიყენება.საბატინ ლექსისი ევროპის ქვეყნების შვიდდღოურ სისტემათა მეშვიდე დღის სახელია, რომელიც ყველგან ებრაული შაბათიდან, ებრაული შვიდდღიური შაბათობის სისტემიდანაა შესული.აქედან გამომდინარე, საინტერესოა, მეგრულ, ჭანურ და სვანურ მეტყველებაში, სადაც წარმართული შვიდდღიური სისტემა მოქმედებს დღემდე, მეშვიდე დღე რატომ იწოდება ებრაულ შაბათად, საბატონად, საბტინად?- ეს იმიტომ, რომ მეშვიდე დღის ადგილობრივი შესატყვისი ასიმილაციით შეესაბამება საბატონს, შურპატონი-ლექსისი ესადაგება ებრაულ საბატონს და ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ შაბათსაც.

მეშვიდე დღის ებრაული დასახელება შეერწყა, გასაგნდა ასიმილაციით შურპატონში საპატონად, მოგვიანებით კი თანამედროვე საბატონად.ხანდაზმული მეგრელი დღესაც მეშვიდე დღეს მოიხსენიებს შურიშდღა-შურიშხად.შურპატონი მოფერების, ერთმანეთთან მიხმატკბილების, თბილი მიმართვის ფორმულაც, ლექსისიცაა მეგრელი კაცის ყოფაში.

კვირის დღეების, "მარაშ დღალეფის", შვიდდღიურ სისტემაში წარმართული მითოლოგიური აზრის დღემდე თითქის უცვლელად (თუ არ ჩავთვლით შაბათის შესატყვისი შურიშხას ასიმილირებას ებრაულ საბატონში)შენარჩუნებით მეგრელმა კაცმა ქართულ წარმართული ღვთაებების პანთეონს საინტერესო განძი შემოუნახა, თუმცა მეგრულ ღვთაებათა პანთეონი ამ 7 დიდღვთაებით, თავღვთაებით არ ამოიწურება.სამეგრელოში კეთილ, სიკეთის მომნიჭებელ ღვთაებათა შორის, ასევე, აღსანიშნავია:

1.ქიაჩი, ქიაჩის ხატი ჯვარსახით, ჯვარსალოცავით, როგორც ადამიანთა სიკეთისა და სიმშვიდის მფარველი ღვთაება;

image

2.მოსკე, მოძევე (ნაყოფიერების) ღვთაებაა, ციდან გარდმოვლენილი სიკეთეა ამქვეყნად.იგი ცის მბრძანებელმა მოავლინა სამყაროში ნაყოფიერების წყაროდ, მეძევედ, მეშვიდედ და მისი სალოცავი დღე ცაშხა, ცაშდღა, იგივე ქართული ხუთშაბათია.

imageimage

მოსკეს ხატი, ღვთაება, რომლის მადლიც შვილოსნობის სიუხვეა, მასთან მლოცველ მანდილოსანს სასწაულს უვლენს ნაყოფიერების მინიჭებით.

image

მოსკეს ხატი, სალოცავი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ წაჩხურუში (//წაჩხურა), სადაც მოსკეწაჩხურობის დიდი დღესასწაული იმართება წელიწადში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს.

image

ამასთანავე, საოხვამუროდ, სალოცავად მოსკეწაჩხურობას ყოველი მეგრელი საკუთარ ოჯახშიც მართავს.

imageგზა-აღმართი მოსკესაკენ

აკვნებით ხელში

image

უძველესი დროიდანვე მეგრულ ოჯახებში ამ დღეს იკვლებოდა მამალი, ინთებოდა თაფლის სანთელი; გობზე კვერებითა და საზედაშე ღვინოთი მოსკეს, ნაყოფიერების მფარველ ღვთაებას შესთხოვდნენ ოჯახის ძეობასა და ნაყოფიერებას.

image

image

მოსკეწაჩხურობა, ალერტობასა(ალავერდობის შესაბამისი), ბარბალობასა და სხვა დღესასწაულებთან ერთად, დღემდე დაცულია სამეგრელოში.

5
565
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
565
  
2018, 16 დეკემბერი, 17:17
ნამდვილად, ჭხოროწყუს მუნიციპალიტეტში ნაპოვნი წარწერებიანი ქვა, რომელიც სამტრედიაში ნაპოვნი წარწერებიანი ქვის ანალოგიურია თუ გაიშიფრა დარწმუნებული ვარ კოლხური დამწერლობა იქნება. არ შეიძლება უზარმაზარი ცივილიზაციის ხალხს საკუთარი დამწერლობა არ ჰქონოდა.
ისე დღევანდელი სამტრედია მეგრულიდანაა პირდაპირ ნათარგმნი, ისტორიული "ოტორონჯეა".
2018, 16 დეკემბერი, 17:03
დიახ, მაგრამ "ქვები ღაღადებენ", ფაქტი "ჯიუტია" .. :)
2018, 16 დეკემბერი, 16:25
გეთანხმები მთლიანად...
2018, 16 დეკემბერი, 16:20
თანამედროვე ისტორია კიდევ ბევრ რამეზე სდუმს
2018, 16 დეკემბერი, 15:24
ბორჯღალი, რომ კოლხური წარმოშობისაა ამას უამრავი უცხოური წყაროც ადასტურებს და ამაზე თანამედროვე ქართული ისტორია, რატომღაც დუმს.
0 1 5