1. ან-2 Rooivalk
სამხრეთაფრიკული ვერტმფრენი საუკეთესო ბრონით და მრავალნაირი საშუალებებით მიწისზედა მიზნების გასანადგურებლად.
2. ან-1Z Viper
ლეგენდარული Bell AH-1 Super Cobra – ს ბაზაზე შეიქმნა. მის შეიარაღებაშია რაკეტები Hellfire, რომლითაც ტანკების გარდა მოწინააღმდეგის გემების განადგურებაც შეიძლება. აგრეთვე რაკეტები – Sidewinder. რაც საშუალებას აძლევს გაანადგუროს შორ მანძილზე მყოფი საჰაერო მიზნები.
3. მი-24
მი-24 არ გამოირჩევა ანტისატანკო შეიარაღებით, მაგრამ საუკეთესოა მოწინააღმდეგის ქვეითებთან ბრძოლაში.
4. Т-129
იტალიური А-129 – ს თურქული მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად შეიქმნა. ამაში მას ეხმარება შორი მანძილის ანტისატანკო კომპლექსი UMTAS. ვერტმფრენს შეიარაღებაში აქვს რაკეტები როგორც მიწისზედა, ასევე საჰაერო მიზნების გასანადგურებლად.
5. Z-10
ჩინურ ვერტმფრენს საკმაოდ მაღლა – 6.4 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია აფრენა.
6. Eurocopter Tiger
ამ ვერტმფრენის კონსტრუქცია გათვლილია ისე, რომ მოწინააღმდეგის რადარებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ძირითადად გამოიყენება საჰაერო მიზნების გასანადგურებლად.
7. Mi-28N
ვერტმფრენი შეიქმნა ძირითადად ღამის საათებში საბრძოლველად. ამაში მას ეხმარება შესაბამისი აღჭურვილობა და მრავალმხრივი შეიარაღება.
8. ან-64 Apache
მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ვერტმფრენი მრავალი წლის განმავლობაში. საკმაოდ სოლიდური შეიარაღება აქვს, მათ შორის რაკეტები Hellfire. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. ამასთან საკმაოდ სწრაფად დაფრინავს.
9. კა-52
ან-64 Apache – ს მთავარი კონკურენტია და ბევრად არ ჩამოუვარდება მას. ბოლო მოდიფიკაციებზე დაემატა გემების საწინააღმდეგო რაკეტები. ეს ვერტმფრენიც საკმაოდ სწრაფია.