"სერიოზულად ვდარდობ გურჯაანის, ახმეტის და ყვარლის ბედიღბალზე. პრინციპში საგარეჯომდეც შეიძლება მოუწიონ. არ მომწონს ეს ზარბაზნების ამბავი რაღაც. გული ცუდს მიგრძნობს. სამხედროების ამბავი, რომ ვიცი ხშირად უკუღმა გამოსდით ჩანაფიქრი და მაგიტომ ვდარდობ.
2007 წლის ამბავი მახსენდება სულ და ვფიქრობ რამე შარი არ მოუტანონ კახეთს.
თავდაცვის სამინისტროს მაშინ დიდი მხედართმთავარი დათო კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. მიშა ყოველდღე აგინებდა, "იმის" დროს ჯარი გუგუნებდა და ეხლა ჩამკვდარიაო. რა უნდა
სანამ თვითმფრინავები აფრინდებოდნენ პოლიგონზე სასროლად, სამიზნეები უნდა მოენიშნათ, რომელიც, როგორც წესი, თეთრი საღებავით ან გოგირდის პუდრით იხაზებოდა. იმ დღეს არც გოგირდი აღმოაჩნდათ და არც საღებავი. ნაირაშვილმა პრობლემა მალევე გადაწყვიტა და სამიზნეებად მიწაზე ლურჯი ბრეზენტები გააჭიმინა.
პატარა ბორცვზე მიშას მთელი სვიტა ახლდა სანახაობის საყურებლად. მოკლედ, იმხელა ამალა ახლდა კეზერაშვილ-მერაბიშვილებიან სხვებიანად, რომ სტუმრებისთვის შესანიღბი ბადით (მასკიროვოჩნი სეტკა რომაა) გაკეთებული სეფა პატარა აღმოჩნდა და ნაირაშვილმა სახელდახელოდ უკვე გადაჭიმულ ბადეს ლურჯი ბრეზენტი მიაბა და ისე გააფართოვა სეფა.
აფრინდნენ სუ-25-ები მარნეულიდან ოთხი ბომბით. იციან მფრინავებმა, რომ ლურჯი ბრეზენტებია სამიზნე. ხოდა მტკვარის ხეობაში შემოსული თვითმფრინავების გუგუნი რომ გაიგონა ნაირაშვილმა, ამაყად აიხედა მაღლა და მიხვდა, რომ ლურჯი ბრეზენტის ქვეშ და გვერდით იდგა ქვეყნის "ელიტა". გაიქეცითო ერთის დაძახება მოასწრო და გადახტა. გადამხტარი ნაირაშვილის სალტო კეზერაშვილმა მოწვა პირველმა და ა.შ.
მინდორში 500 კილოიან ბობმბს სად გაექცევი?
ალან ლაკოევი გვყავდა მაგარი მფრინავი, პირველ სუ-ზე ის იჯდა და ეგრევე მოწვა რაღაცაშია საქმეო, გაქცეული ხალხი რომ დაინახა ლურჯი ბრეზენტის ირგვლივ და მეორე მფრინავს ანიშნა გავდივართო. მფრინავებმა კი ივარგეს, მაგრამ სამი დღე იკეთებდნენ ორფოლოს სწავლების სტუმრები თბილისის სალონებში მანიკურს იმდენი ტალახი ქონდათ ფრჩხილებში. სიმწრით კი თხარეს დასამალი "აკოფები" ყველამ საკუთარი ფრჩხილებით, მაგრამ კეზერაშვილის კეთილებზე და არამარტო, უყრია მიშას ჯავრი.
ეს ამბავი, რომ მახსენდება სულ კახეთის ბედზე ვფიქრობ, რამე შარს არ გადავეყაროთ სალომეს ისეთი ფეხი აქვს.
პ.ს. ვისაც ეს ამბავი ჭორად მოგეჩვენებათ სამთავრობო დაცვის მაშინდელ ბიჭებს კითხეთ, მაგრამ ეგ არაა მთავარი. კახელებო მერე არ თქვათ არ გაგვაფრთხილაო." ირაკლი ოქრუაშვილი
მის მიერ გუბერნატორად დანიშნულ მის ძმაკაცზე ქარელზე არაფერს ვამბობ, რუსებს ტანკების განბაჟებას, რომ სთხოვდა.
"ტოჟე მნე ვოენაჩალნიკ"!!!