ქალი და მამაკაცი როგორი იყო უწინ ოჯახის შექმნის მიზნით გამოქვეყნებული განცხადებები-ბევრს იხალისებთ! 2018, 15 დეკემბერი, 18:08 ვეძებ მოხუც ქმარს...თუ თქვენ მოხუცი ხართ, არავინ არ გყავთ ვისაც ეყვარებით და არავინ იზიარებს თქვენთან მარტოობას, მე გულით შეგიყვარებთ თქვენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაქვთ ფიზიკური ნაკლი-მე თქვენზე ვიზრუნებ და მეყვარებით. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი ვიქნები ცოტათი მაინც, გამაბედნიერებთ. ვარ 20 წლის, გიმნაზიის განათლებით, ჯანმრთელი. (არავინ მყვარებია და მინდა გულით შევიყვარო მოხუცი, კეთილი გულით, ისეთივე როგორიც მე მაქვს.) ამაზე ვოცნებობ 12 წლიდან და იმედი მაქვს ჩემი ოცნება მალე ახდება. სასურველია, რომ ჩემი მეუღლის შემოსავალი იყოს 80 რუბლი თვეში. ახალგაზრდობა გადის ნაკვალევის გარეშე მალე ალბათ დასასრულიც მოვა. ჩემმა ქალიშვილობის წლებმა სწრაფად გაიარა. ვეძებდი ოჯახურ კერას, მაგრამ დავიბენი როგორც კვამლი. ეხლა მე მარტო ვარ და ყველასთვის უცხო. ვეძებ ქმარს, მეგობარს. რაც დავწერე ყველაფერი სერიოზულია. "საქორწინო გაზეთი" № 1943. იშვიათი მამაკაცი ადამიანი შექმნილია ქალებისთვის. მაღალი, სიმპათიური, შავგვრემანი, სიცოცხლით სავსე და ენერგიული ყველანაირ ურთიერთობებში. მცირედი ქონებით, კარგი ოჯახიდან, ისურვებს გაიცნოს ინტელექტუალური პიროვნება. გაცნობის მიზანი არის -ქორწინება. № 43423 განცხადებების ოფისი . მოსკოვი . სასწრაფოდ ყავისფერი თმა, 36 წლის, საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, ხელფასი 1, 700 რუბლი წელიწადში, სურს დაქორწინება პირზე, რომელიც საქორწინო კონტრაქტში შემოიტანს 50 დან 100 ათასი რუბლს ან მეტს. ფონდი საჭიროა მომგებიანი საქმისთვის და ყველაფერი მის მეუღლის სახელზე იქნება. ეროვნება, ოჯახი, წარსულისულერთია. ბრეტრო-ლიტოვსკი, გროდნოს პროვინცია. 26 წლის ოფიცერს სურს დაქორწინება კარგად აღზრდილ, რელიგიურ ქალბატონზე, 21 წლამდე ასაკის. მაღალი ან საშუალო სიმაღლის, უცხო გარეგნობით. ერთადერთი პირობით: შემოიტანოს სანაცვლოდ 5000 რუბლი. ბარათს გამოგიზავნით სურვილის შემთხვევაში. მისამართი: რიგა, თეატრი. ფოსტა, იგორევი . მე ლამაზი ვარ ახალგაზრდა და გავატარე ღრმა ახალგაზრდობა სიმდიდრესა და ფუფუნებაში. თუმცა ბედის ირონიით დავკარგე ყველაფერი. მიპასუხეთ მარტოხელა მამაკაცმა, მხოლოდ დაქორწინების მიზნით. მომეცით ნება მოწყენილი ცხოვრება შეგივსოთ მხიარულებით. ვიქნები ერთგული ცოლი და მეგობარი. ბევრს შეშურდება თქვნი. 1908წ. ჩემი დევიზია სილამაზე ვარ ახალგაზრდა, ლამაზი, ეფექტური და ლამაზი სხეულით. მუსიკალური. განებივრებული ცხოვრებით და ბედით, მაგრამ ეხლა ძალიან მოწყენილობაა ჩემს ირგვლივ. მსურს გაცნობა ოჯახის შექმნის მიზნით, ინტელიგენტ პიროვნებაზე. მოსკოვი, მე-12 საფოსთო განყოფილება. დავიღალე ბრძოლით ვეძებდი ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ვიპოვე მხოლოდ ტანჯვა. ვეძებ სიმშვიდეს. დავრწმუნდი, რომ ფული ბევრად ამსუბუქებს ცხოვრებას, სასურველია უზრუნველყოფილი, გადავუხდი გულითადი მეგობრობით. განცხადების მიზანია ქორწინება. ვარ მაღალი, შავგრემანი ახალგაზრდა. 382 3-ს მოსწონს
|