მსოფლიო "ანკარასთვის მიუღებელია აშშ წვრთნიდეს ტერორისტებს" - ერდოღანი ახალ ოპერაციას აანონსებს 2018, 15 დეკემბერი, 16:34 ![]() სირიის კონფლიქტში თურქეთი აქტიურად 2016 წელს ჩაერთო, როცა დაიწყო სამხედრო ოპერაციის განხორციელება სახელწოდებით "ევფრატის რატომ იწყებს თურქეთი სამხედრო ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთში? სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ერდოღანის მხრიდან რამდენიმე მიზეზი აქვს. 1. ბრძოლა ქურთებისა და მათი დაჯგუფებების წინააღმდეგ წინააღმდეგ; 2. თურქეთში მყოფი სირიელი დევნილების ისევ სირიაში დაბრუნება; 3. სუნიტურ არაბულ სამყაროში ლიდერის როლის მოპოვება და მთავარი მოწინააღმდეგის, საუდის არაბეთის ჩამოშორება. ეს არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. ქურთების საკითხი თურქეთისთვის ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა, თუმცა სირიაში სამოქალაქო ომისა და კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათი საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. ქურთებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, 2017 წლის 25 სექტემბერს კი ერაყელმა ქურთებმა ჩაატარეს რეფერენდუმი იმასთან დაკაშირებით, სურდათ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონოდათ. იქ მცხოვრები ქურთების 92%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. წაიკითხეთ ვრცლად 144 1-ს მოსწონს
|