საზოგადოებრივი ჰოლოდომორი: უბრალოდ და მხოლოდ შიმშილობის ტრაგედია თუ უკრაინელი ხალხის გენოციდი?! - მოვლენა, რომლის გამომწვევი მიზეზები და მსხვერპლთა ოდენობა დღემდე კამათის საგანია 2018, 14 დეკემბერი, 18:34 1. რა იყო "ჰოლოდომორი", როგორც მოვლენა?
"ჰოლოდომორის" (უკრაინულად "შიმშილით სიკდილი") სახელითაა ცნობილი 1933 წელს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში არსებული მასობრივი შიმშილობა, რომელმაც, სხვადასხვა ვერსიით, 1-დან 12 მლნ.მდე მოქალაქე შეიწირა. შიმშილობის მიზეზად სახელდება საბჭოთა კავშირის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც მეურნე გლეხების კერძო საკუტრება იძულებით გააერთიანა კოლექტიური მეურნეობების ქვეშ. არსებობს ეჭვები, რომ გოლოდომორი განაპირობა არა კოლექტივიზაციის ბუნებრივმა პროცესმა, არამედ საბჭოთა რუსეთმა ხელოვნურად შექმნა მსაობრივი შიმშილობის წინაპირობები უკრაინული ნაციონალიზმის დასათრგუნად და დასამარცხებლად.შესაბამისად, ერთი შეხედვით, საბჭოთა ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების, საბჭოთა მეურნეობის რადიკალური გარდაქმნით, ტრადიციული შინამეურნეობების გაუქმებით გამოწვეულ ამ მძიმე შედეგებს აძლევენ დანაშაულის კვალიფიკაციას და სამართლებრივი კუთხით გენოციდად მოიაზრებენ. 2003 წელს გაეროს ერთობლივმა დეკლარაციამ 1933 წელს უკრაინაში დაწყებული მასობრივი შიმშილობა, რომელსაც უამრავი უკრაინელი, ყაზახი, რუსი და სხვა ეროვნების მოქალაქე ემსხვერპლა, აღიარა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის არასწორი პოლიტიკისა და არაჰუმანური დამოკიდებულების გამოვლენად. 2008 წლის მარტში კი უკრაინის პარლამენტი - რადა და 19-მდე სხვა ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებებით გამოწვეული "გოლოდომორი" უკრაინაში გენოციდია.2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვითაც, გოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულადაა მიჩნეული. 2011 წელს უკრაინაში ლუდმილა იუშჩენკომ გამოსცა საბავშვო წიგნი "იმედი მარცვალი", რომელშიც შესული პროზაული და პოეტური ნაწარმოებები მიზნად ისახავს, უჩვენოს ბავშვებს გოლოდომორის სისასტიკე და მათი წინაპარი უკრაინელების მიერ განვლილი მძიმე ისტორია. წიგნი განკუთვნილია ბაღის ასაკიდან დაწყებით კლასებამდე მოსწავლეთათვის. გოლოდომორი მსხვერპლთა რაოდენობითა და გამომწვევი მიზეზებით იყო იმდენად მძიმე მოვლენა, რომ დღემდე ცხოველმყოფელი ტკივილით იხსენებენ უკრაინაში. 2013 წლის 23 ნოემბერს უკრაინაში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკის მოვლენის, გოლოდომორის მე-80 წლისთავი აღინიშნა; შიმშილობასგადარჩენილმა მოქალაქეებმა თავიანთი მძიმე წარსულის მოგონებებზე ისაუბრეს.გოლოდომორის თვითმხილველი მარია სმაკი, რომელიც შეძლებულ კაზაკურ ოჯახში გაიზარდა, იხსენებს, თუ როგორ შემოვიდა სოფელში სპეციალური ჯგუფი, ძალით წაართვეს გლეხებს პირუტყვი, მთელი მოსავალი, სარჩო-საბადებელი (ბოსტნეული, სათესლე ხორბალიც კი):"ვჭამდით ბალახსა და დაფქულ თივას, ვხარშავდით ამ ყველაფერს და დედა ამისგან აცხობდა ღვეზელებს, რომელსაც ჩვენ მატორჟენიკებს ვეძახდით.ხორბალი არსად იშოვებოდა.ვახმობდით ფოთლებსა და ბალახებს და მას ვფქვავდით და დედა ამისგან მატორჟენიკებს გვიმზადებდა" [1]. 2013 წელს გოლოდომორს იხსენებს 93 წლის დნეპროპეტროვსკელი პოეტი და დრამატურგი მიკოლა მიკოლაენკოც. იგი ყვება, თუ როგორ იპარავდა თავისი სოფლის სასადილოდან თევზის თავებს და მიჰქონდა დედასთან, რომელიც ჩუმად უმზადებდა მისგან სუპს.დედა ყოველთვის აფრთხილებდა შვილს, რომ გზაში არავის შეემჩნია, რადგან სოფელში, შიშმილობის გამო კანიბალიზმის შემთხვევებიც ხდებოდა. გოლოდომორის მომსწრეა 91 წლის პავლო როჟკოც (2013 წლისთვის), რომელიც საბჭოთა კოლექტივიზაციამდე შეძლებულად ცხოვრობდა ქალაქ პისკიში, მშობლებთან ერთად.ოჯახს ჰქონდა საკუთარი მიწის ნაკვეთი და ფერმა, მაგრამ 1932-1933 წლებში დაიწყო კერძო საკუთრების კოლმეურნეობებისათვის გადაცემა და როჟკო და მისი მშობლები, ისევე როგორც მილიონობით თანამოქალაქენი, მასობრივ შიმშილობას განიცდიდნენ. მასობრივი შიმშილისაგან გადარჩენილ უკრაინელებს 2013 წელს, მოვლენიდან 80 წლის თავზე პარადოქსულად მიაჩნიათ ის, რომ საბჭოთა რეჟიმისათვის მთავარ საყრდენ ძალად იქცა აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებნი, რომელთაც გოლოდომორის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს.მათთვის მიუღებელია აღმოსავლეთ უკრაინაში დაბადებული ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება - 2010 წელს, პრეზიდენტად მოსვლისთანავე, გააუქმა ხელისუფლების დადგენილება საბჭოთა მმართველობის მიერ განხორციელებული ქმედებების უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდად აღიარების შესახებ.იანუკოვიჩის შეფასებით, 1933 წლის გოლოდომორი იყო უბრალოდ შიმშილობის ტრაგედია, რომელიც თანაბრად შეეხო უკრაინელებსა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა ხალხებს და იგი გენოციდად ვერ მოინათლება.
2."გოლოდომორის" მიზეზები 1933 წლის მასობრივი შიმშილობის, როგორც უკრაინელი ხალხის მიზანმიმართული გენოციდის, შესახებ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. გოლოდომორის მიზეზებზე საუბრისას უპირველესად მას მოიაზრებენ უკრაინული ნაციონალიზმის "დანაშაულით" გამოწვეულ მოვლენად, რომელმაც 1933-1933 წლებში შეიწირა 4 მილიონამდე (ერთ-ერთი ვერსიით) მოქალაქე. უკრაინელი ხალხი თავიდანვე წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირში გაწევრიანებისა და ცდილობდა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა იარაღის გამოყენებით. 1919 წელს თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების ლიდერი გახდა სიმონ პეტლიურა, რომლის ხელმძღვანელობით აზვირთებულმა ეროვნულმა ტალღამ ლენინიც კი იძულებული გახადა, წასულიყო რიგ დათმობებზე. "ახალი ეკონომიკური პოლიტიკის" (ე.წ. "ნეპის") ფარგლებში, უკრაინელ გლეხებს გამოუყვეს მიწა; დაიწყო "უკრაინიზაცია" ყველა სფეროში. ამ პერიოდში დაარსდა უკრაინული უნივერსიტეტი, ეროვნული სკოლები, გამომცემლობები. ვლადიმერ ლენინმა დადო 1919 წელს შექმნილი უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის ხელშეუხებლობის პირობაც.ეკონომისტმა მიხაილ ვოლობუევმა შემოიტანა ეკონომიკური სუვერენიტეტის პროგრამაც. 1927 წლისათვის უკრაინის დამოუკიდებლობის იდეა მხარდაჭერილი იყო უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მხრიდანაც. კერძოდ, ეს იყო პარტიაში შემავალი ნაციონალ-კომუნისტებისაგან შემდგარი ჯგუფი, მიკოლა სკრიპნიკის ხელმძღვანელობით. იოსებ სტალინი ცხადად ხედავდა უკრაინისაგან მომდინარე საფრთხეს და უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად ვერაგული გეგმა მოიფიქრა.კერძოდ, ცნობილია, რომ 1928 წელს, მოსკოვში, კრემლის შენობაში უკრაინაში ნაციონალიზმის გამძაფრების საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ საბჭოთა მმართველი, იოსებ სტალინი და უკრაინის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, პაველ პოსტიშევი. უკანასკნელმა დაუდასტურა საბჭოთა ლიდერს ჭორი უკრაინაში ნაციონალისტური ტალღის მომძლავრების შესახებ და მიანიშნა სასწრაფო ზომების აუცილებლობაზე.იოსებ სტალინს გაუკვირდა, რომ ოქტომბრის რევოლუციიდან ათი წლის თავზე უკრაინულმა ნაციონალიზმმა ასე სწრაფად შეძლო აღზევება.პოსტიშევიმ მას აცნობა იმის შესახებაც, რომ უკრაინაში მცხოვრებ ოჯახებში ინახება იარაღის საიდუმლო საწყობი და უკრაინული ნაციონალიზმის დასამარცხებლად საჭიროა ავტოკეფალიური ეკლესიის, კულაკობის, კომუნისტურ პარტიაში შემოფარებული "შოვინისტების", ე.წ. "ნაციონალური ინტელიგენციის" ანუ იმ სოციალური ბაზის მოსპობა, რომელსაც იყი ეყრდნობა. როგორც საბჭოთა რეჟიმის ისტორიის მკვლევარი, ინგლისელი ისტორიკოსი - რობერტ კონკვესტი წერს, "კრემლმა უკვე 20-იანი წლების ბოლოს იგრძნო, რომ უკრაინული ნაციონალიზმი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ქაოსმა მოიცვა, ახალ ძალებს იკრებდა და რამდენიმე წელიწადში საბჭოთა რეჟიმისთვის უკვე საშიში გახდებოდა.ლენინის გარდაცვალების შემდგომ, სტალინის დამოკიდებულება არსებული რეგიონების მიმართ რადიკალურად შეიცვალა, არსებული საბჭოთა რესპუბლიკებიდან უკრაინა იმპერიალისტური იდეებით გაჟღენთილი პოლონეთის გვერდით ყველაზე არასაიმედო მხარეს წარმოადგენდა. ეს სტალინმა იცოდა. ამიტომაც შეტევაზე სწრაფად გადავიდა და ტიპური აზიელი დიქტატორის სტილში ჯერ კონტრრევოლუციურად განწყობილი ინტელიგენცია და სასულიერო პირები მოიშორა, ხოლო შემდგომ იერიში უკრაინის უმდიდრეს სოფლებზე მიიტანა და იძულებითი კოლექტივიზაციის პროცესი მოახვია თავს, რამაც "კულაკების" განადგურება გამოიწვია" [3].
სტალინმა უკრაინული პატრიოტიზმის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა 1929 წლიდან დაიწყო შეძლებული გლეხობის, ე.წ. "კულაკობისა" და ეროვნულად მოაზროვნე ძველი ინტელიგენციის მასობრივად დაპატიმრებით. 1929 წელს უკრაინაში საბჭოთა მმართველობამ გააუქმა მეცნიერებათა აკადემია, მისი წევრების უმეტესობა კი დაატუსაღეს. გაანადგურეს ავტოკეფალიური ეკლესიაც და "ჩეკისტთა" ზედამხედველობით წარმართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა უკრაინული ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიერთება. დიდი შიმშილის, "გოლოდომორის" წინაპირობა იყო 1931 წლიდან დაწყებული საყოველთაო კოლექტივიზაცია.ამავდროულად, მოსკოვიდან ახალი მითითებები მოვიდა უკრაინაში ხორბლის ჩაბარების ნორმების გაზრდის შესახებ. შეიარაღებული წითელარმიელები და "ჩეკისტები" გლეხებს ქოხებში უვარდებოდნენ და ართმევდნენ გადამალულ ხორბალს, წინააღმდეგობის შემთხვევაში, ხვრეტდნენ კიდეც.გლეხები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ამ პროცესისათვის, მაგრამ მათ გვერდით არავინ ედგა - უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია გაუქმებული იყო, ეროვნული ინტელიგენცია - დაპატიმრებული და საბჭოთა ხელისუფლება ადვილად ახშობდა გლეხთა სტიქიურ წინააღმდეგობებს.ამ მოვლენების შედეგად, ეკონომიკური მდგომარება სოფლებში უკდურესად გართულდა და წლის ბოლოსათვის სასურსათო მაღაზიებში აღარაფერი დარჩა.1932 წლიდან დაისყო მასობრივი შიმშილი, რომელიც გადაიზარდა "გოლოდომორ"-ში. უკრაინელი გლეხობა შიმშილისაგან იხოცებოდა. საბჭოთა კავშირის ქალაქებში მომრავლდნენ მშიერი და უსახლკარო უკრაინელები, რომელთაც მაწანწალობისათვის აპატიმრებდნენ. უკრაინაში დაიწყო კანიბალიზმი. ინფორმაციამ უკრაინაში დაწყებული მასობრივი შიმშილობის შესახებ დასავლეთამდეც მიაღწია, "თაიმსისა" და სხვა ცნობილი გამოცემების სტატიებში საუბარი იყო სწორედ ამ მოვლენაზე. უკრაინელმა ემიგრანტებმა თანამემამულეთა დასახმარებლად ხორბლით დატვირთული ვაგონები გამოგზავნეს, მაგრამ სტალინმა მათი უკრაინაში შეტანა აკრძალა. საბჭოთა მთავრობა თავს იმართლებდა ცრუ არგუმენტით, რომ შიმშილობის შესახებ ხმები ანტისაბჭოთა პროპაგანდის შედეგი იყო და არა რეალობა.
მეცნიერთა აზრით, გოლოდომორთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ლოგიკურია ხელოვნურ მიზეზებზე, თუმცა 1932- 1933 წლების შიმშილს ბუნებრივი საფუძვლებიც ჰქონდა.1929-1930 და 1930-1931 წლებში განმეორდა ყველაზე ცივი ზამთარი უკრაინის ისტორიაში, რამაც გაანადგურა ნათესები. 1932-1933 წლებში, 1931 წელთან შედარებით, ნათესების ტერიტორია 18-25 %-ით ნაკლები იყო. 1 ჰა-ზე ნათესების რაოდენიბა არ შეესაბამებოდა დაწესებულ ნორმას. იყო შემთხვევები, როცა ჰექტარზე ნორმით გათვალისწინებულზე 40 %-ით ნაკლები ხორბალი ითესებოდა. ოფიციალური მოსკოვის მონაცემებით, 1932 წელს უკრაინაში ერთ ჰექტარზე 8 ცენტნერი მოსავალი მოდიოდა (8 00 კგ.), სასოფლო მეურნეობის კომისარიატის მონაცემებით კი 5.1 ცენტნერი. ყოველივე ამის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კავშირში 1932 წელს შეგროვდა 69.9 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი, თუმცა ეს ციფრიც გადაჭარბებულია. გერმანიის ატაშე მოსკოვში, ოტო შილერი მიუთითებდა 50-55 მილიონ ტონაზე, მარკ ტაუგერი - 50.06 მილიონ ტონაზე. 1932 წლისათვის საბჭოთა კავშირის სრული მოსახლეობა 150 მილიონი ადამიანი იყო და თითო მოსახლეზე მოდიოდა 300 კგ. ხორბალი, რაც ავტომატურად ნიშნავდა შიმშილობას, რადგან საარსებო ნორმა მინიმუმ 400 კგ.-ია.შესაბამისად, 1932-1933 წლებში შიმშილი უკრაინაში ბუნებრივიც, ცუდმოსავლიანობით განპირობებულიც იყო, რადგან საკმარისი ხორბალი არ მოიპოვებოდა.1933 წელს შიმშილობაზე იუწყებოდნენ პოლონეთშიც, რომელიც არ იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
3.უკრაინელი პატრიოტები, რომლებიც სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ "გოლოდომორის" სისასტიკეს 1.მიკოლა სკრიპნიკი უკრანის კომუნისტური პარტიის ზედაფენის იმ ერთეულთა რიცხვში იყო, რომელთაც ქვეყანაზე გული შესტკიოდათ, თუმცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისათვის ნებისყოფა მასაც არ ეყო. სკრიპნიკმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მოსკოვში წავიდა სტალინისათვის უკრაინის შესავედრებლად, მაგრამ საბჭოთა ლიდერმა საერთოდ უარი თქვა მის მიღებაზე.სამშობლოში დაბრუნებულმა უკრაინის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, მიკოლა სკრიპნიკიმ ოგპუ-ის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის) მიერ დაპატიმრებული თანამოაზრეების დახსნაც ამაოდ სცადა.1933 წელს სტალინმა გასცა ბრძანება "უკრაინიზაციის" შეჩერების შესახებ. მიკოლა სკრიპნიკიმ ამ ყველაფრით იმედგაცრუებულმა რამდენიმე დღეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.ერთ თვეში "ჩეკისტებმა" კიევსა და ხარკოვში აღმოაჩინეს კონტრრევოლუციური ჯგუფი, ე.წ. "ნაციონალური ცენტრი". მოგვიანებით დადასტურდა, რომ მიკოლა სკრიპნიკი და მისი მეგობრები ამ მოძრაობის წევრები იყვნენ. იოსებ სტალინმა ისინი საბჭოთა "ხალხის მტრებად" შერაცხა. 2.გოლოდომორის პერიოდის უკრაინას ჰყავდა სხვა გამორჩეული პატრიოტებიც.1933 წელს, პოლონეთში, ლვოვში, საბჭოთა საელჩოს შენობაში უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრმა, მიკოლა ლემიკიმ მოკლა დიპლომატი ალექსეი მაილოვი, რომელიც სინამდვილეში გპუ-ს თანამშრომელი იყო.იგი არსად გაქცეულა, საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლონურ პოლიციას. დაკითხვისას მიკოლა ლემიკიმ დანაშაული აღიარა და მკვლელობის მიზეზად დაასახელა შურისძიების სურვილი საბჭოთა რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ გენოციდზე, "გოლოდომორზე". მიკოლა ლემიკის სასამართლო პროცესი გაიმართა ლვოვშივე.პოლონეთიმ მოერიდა საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობის გართულებას და ლემიკს სიკვდილი მიუსაჯა.მოგვიანებით, უკრაინელი ახალგაზრდობის მიერ გამართული მიკოლა ლემიკის მხარდამჭერი დემონსტრაციების შიშით, პოლონურმა სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.მიკოლა ლემიკი ციხიდან გამოვიდა 1939 წელს, გერმანული არმიების თავდასხმების შედეგად პოლონეთის დაცემის პირობებში.1941 წელს ის დაბრუნდა მირგოროდში და საბჭოთა და გერმანელ ოკუპანტთა, ფაშისტთა წინააღმდეგ ბანდერელთა იატაკქვეშა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა.მიკოლა ლემიკი "გესტაპომ" დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.იგი უკრაინელი ხალხისათვის იქცა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ლვოვში, მაილოვის მკვლელობის ადგილის, საბჭოთა საელჩოს წინ აღიმართა ლემიკის ძეგლი.
4.რამდენი მსხვერპლი ჰყავდა "გოლოდომორს" უკრაინაში? - აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა
დღემდე არაა ბოლომდე გარკვეული, რამდენი მსხვერპლი ჰყავდა "გოლოდომორს". საუბრობენ 1 მილიონამდე მოქალაქეზე, 1.5 მილიონამდე მოქალაქეზე, 2, 2 მილიონზე, 4-ზეც, 6-ზეც, 7-8-ზეც, 10-ზეც და ზოგი 12 მილიონზეც კი. თანამედროვე მკლევართა მონაცემების მიხედვით, 1932-1933 წლებში "გოლოდომორს" 4 მილიონამდე მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა სტალინმა მაინც ვერ შეძლო უკრაინული პატრიოტიზმის ბოლომდე მოსპობა, ეროვნულმა ძალებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს. "გოლოდომორის" თემა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და განსაკუთრებულ ყურადღებას კი იქცევს ის ფაქტი, რომ 1930-იანი წლებიდან მოყოლებული მითქმა-მოთქმა, ეჭვები, მითი და რეალობა ირევა ერთმანეთში. ეს დიდწილად აიხსნება დასავლური ძალების საბჭოთა კავშირისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებითაც. ჟურნალისტმა მალკომ მაგერიჯიმ საზღვარგარეთ პირველმა დაწერა საბჭოთა კავშირში მიმდინარე მასობრივი შიმშილობის შესახებ. 1933 წელს, გაზეთ "Manchester Guardian"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებები უკრაინასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობის შესახებ; აღწერა გლეხების უკიდურესი გაჭირვება, შიმშილი და მისგან გამოწვეული მასობრივი სიკვდილის სცენები. ამავე წლის 1933 წლის 31 მარტს, "New York Times"-ის კორესპონდენტმა მოსკოვში, უოლტერ დურანტიმ გამოაქვეყნა წინა ანუ მაგარეჯის სტატიის უარმყოფელი, გამაბათილებელი პუბლიკაცია, სახელწოდებით "რუსები შიმშილობენ, მაგრამ შიმშილით არ კვდებიან". 1935 წლის 8 თებერვალს "Chikago American" ახალ სენსაციურ განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შიმშილისაგან 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. სტატიის ავტორი იყო ამერიკელი ჟურნალისტი, ტომას უოლკერი, რომელიც მკითხველს სთავაზობდა შესაბამის ფოტომასალასაც და აცხადებდა, რომ ის ძალიან სარისკო და საშიშ ვითარებაში გადაიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ "Chikago American"-ის ცნობა დეზინფორმაცია იყო და უკრაინაში მიმდინარე მასობრივ შიმშილობაზე ფოტომასალაც - ყალბი. უფრო მეტიც, "The Nation"-ის მოსკოვის კორესპონდენტმა, ლიუს ფიშერმა გამოიძია, რომ ტიმ უოლკერი საერთოდ არ ყოფილა უკრაინაში. ის უბრალოდ 1935 წლის სექტემბერში 6 დღით ჩავიდა მოსკოვში და იქიდან გაემგზავრა მანჯურიაში. შესაბამისად, ტიმ უოლკერი ამ მცირე ვადაში ფიზიკურად ვერ მოასწრებდა იმ ადგილების მონახულებას, რომლებიც სტატიაში ჰქონდა ნახსენები.სხვა თუ არაფერი, შიმშილობა 1934 წლიდან საბჭოთა კავშირში ისედაც აღარ იყო. ჟურნალისტმა ჯეიმს ქეისიმ გამოიკვლია და დაამტკიცა, რომ "Chikago American"-ში გამოქვეყნებული ტომას უოლკერის სტატიის ფოტომასალა ასახავდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობას პირველი მსოფლიო ომის წლებში და ის არ იყო "გოლოდომორის" პერიოდში გადაღებული. ფიქრობენ, რომ ტომას უოლკერის სტატიამ და მასზე დართულმა ყალბმა ფოტომასალამ გოლოდომორის მასშტაბები გაზვიადებულად წარმოაჩინა და ხელი შეუწყო ამ მოვლენის გარშემო სხვადასხვა მითის მოჯარებას. 2009 წელს უკრაინის უშიშროების სამსახური უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან "გოლოდომორის" თემისადმი მიძღვნილ ფოტო გამოფენაზე აშშ-ში "დიდი დეპრესიის" პერიოდში გადაღებული ფოტოები გამოიტანა, როგორც 1932-1933 წლების უკრაინაში მიმდინარე მასობრივი შიშმილობის ასახველი მასალა. ეს ფაქტი სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის მიზეზეი გახდა. "გოლოდომორის" მოვლენიდან ანუ 30-იანი წლების ტრაგედიიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, მსხვერპლთა მით უფრო დიდ რიცხვზე უთითებენ. მაგალითად, 1933 წელს, რალფ ბარნსი, იუწყებოდა, რომ გოლოდომორს საბჭოთა კავშირში 1 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა, დღეს საუბრობენ მინიმუმ 6-7 მილიონ მოქალაქეზე მხოლოდ უკრაინაში, ხოლო ზოგან 11-12 მილიონ მსხვერპლზეც კი. მკვლევართა აზრით, ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული სტატისტიკაა, რადგან 1926 წლის აღწერით, უკრაინის მოსახლეობა 29 მილიონი იყო და თუნდაც 6 მილიონი სრული მოსახლეობის თითქმის 1/5-ია. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელორუსის მოსახლეობა 20 %-ით შემცირდა და იძახოდნენ, რომ ქვეყანა დაცარიელდა.უკრაინაშიც იგოვე სიტუაცია რომ ყოფილიყო 1933 წლისათვის ანუ თუ ყოველი მეხუთე ადამიანი შეეწირებოდა შიმშილობას, ეს შესამჩნევი იქნებიდა და გამჟღავნდბეოდა კიდეც თავის დროზეც.გარდა ამისა, ბელორუსს 15 წელი ანუ 1960 წლამდე პერიოდი დასჭირდა მოსახლეობის რაოდენობის ომამდელი მაჩვენებლის აღსადგენად, ხოლო უკრაინამ 5 წელიწადში მოახერხა ეს, რაც შეუძლებელი იქნებოდა 6-მილიონიანი ან მეტი მსხვერპლის შემთხვევაში. 1939 წლის აღწერამ აჩვენა, რომ უკრაინის მოსახლეობა შეადგენდა 29.2 მილიონს და ეს მაშინ, როცა ამ პერიოდში უკრაინა იყო მოსახლეობის ექსპორტიორი ქვეყანა - მოქალაქეები უკრაინიდან ბელორუსიდან გადადიოდნენ სხვა რესპუბლიკებში და ასეთი ასეთი ადამიანური რესურსის დანაკარგის აღდგენა მცირე დროში ნაკლენად იყო შესაძლებელი.
მეცნიერთა აზრით, ყოველივე აქარწყლებს ეჭვს, რომ საბჭოთა გოლოდომორის შედეგად უკრაინაში ყოველი მეხუთე ადამიანი დაიღუპა. გოლოდომორის რეალური მსხვერპლის რიცხვის დასადგენად სპეციალისტები ეყრდნობიან 1932-1933 წლების ზოგად მონაცემებს სიკვდილიანობის შესახებ.კერძოდ, უკრაინის შესაბამისი ორგანოების მიერ 1931 წელს, შიმშილობის დაწყებამდე სიკვდილიანობის მაჩვენებლად დასახელებულია 514.7 ათასი ადამიანი, 1932 წელს - 668 ათასი ადამიანი, ხოლო 1933 წელს - 1850 ათასი ადამიანი. მკვლევართა დასკვნით, ამ მონაცემებზე საშუალო ბუნებრივი სიკვდილიანობის გამოკლებით გოლოდომორის მსხვერპლთა რაოდენობა გამოდის 1 489 600 ადამიანი. ალექსანდრე შუბინის მოსაზრება. რუსი ისტორიკოსი, ალექსანდრე შუბინი თავის წიგნში "10 მითი საბჭოთა ქვეყნების შესახებ" წერს, რომ საბჭოთა რეპრესიების, გოლოდომორის მსხვერპლთა რიცხვი გაზვიადებულია და არ ასახავს რეალობას. უკრაინის სახელმწიფო აპარატის მონაცემებით ირკვევა მხოლოდ 882 510 მსხვერპლის ვინაობა, თუმცა ამ რიცხვის წარმომავლობაც უცნობია.ცნობილია, რომ რუსეთის იმპერიიდან პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა 2.3 მილიონი ადამიანი და უკრაინისათვის მილიონზე მეტი მოქალაქის დაკარგვა ამ ფონზე ძალიან არარეალურია. მეცნიერთა აზრით, რაც დრო გადის, მსხვერპლთა მით მეტ მაჩვენებელზე საუბრობენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გოლოდომორის მსხვერპლთა რიცხვს უკრაინული მხარე შეგნებულად ზრდის.გოლდომორის მსხვერპლად ასახელებენ 7-8 მილიონ მოქალაქეს და ახლა უკვე 12-საც. ზოგი სკეპტიკურად განწყობილი მკვლევარი ირონიულად დასძენს კიდეც, რომ "გოლოდომორის" მსხვერპლთა რიცხვად მალე 1932 წლისათვის უკრაინის მთელი მოსახლეობის ოდენობაზე მეტსაც კი დაასახელებენ. ვლადიმირ კოზლოვის მოსაზრება. გოლოდომორს ემსხვერპლნენ არა მხოლოდ ეთნიკურად უკრაინელები, არამედ სხვა წარმოშობის მოქალაქეებიც, რაც, ვლადიმერ კოზლოვის მიხედვით, უკრაინის ეროვნული ინტელიგენციის შესახებ ვერსიასაც ეჭქვეშ აყენებს. უკრაინელი ჟურნალისტის, ვლადიმერ კოზლოვის მიერ მოპოვებული მონაცემები აბსოლუტურად განსხვავდება ოფიციალური კიევის ანალოგიური სტატისტიკისაგან.მაგ:ზაპოროჟიეს ოლქის ბერდიანსკის დასახლების მონაცემებით, გოლოდომორს ოლქში შეეწირა 1467 ადამიანი, აქედან 71 % (842) ეთნიკურად რუსი, 13 % (155) - უკრაინელი, 16 %- დანარჩენები.ამასთანავე, ამ სიაში შესულია ნებისმიერი სახის სიკვდილი და არა ცალკე შიმშილით გარდაცვალების შემთხვევები: "ბერდიანსკში შეხვდებით შემდგომ ჩანაწერებს: ალექსანდრ მილეშკო - 20 წლის, მუშა, რუსი, გარდაცვალების თარიღი - 18.02.1932, მიზეზი- ალკოჰოლით მოწამვლა.ვლადიმირ შუშლოვი - 49 წლის, გარდაცვალების თარიღი -18.03.1933, მიზეზი - ასფიქსია, ალკოჰოლით უკიდურესად მძიმე მოწამვლა.მარინა ვორობიოვა - 7 წლის, მუშათა ოჯახიდან, გარდაცვალების თარიღი - 09.10.1933, მიზეზი - გაიტანა ავტობუსმა.ალექსეი ნაჩიპურენკო - 13 წლის, მუშათა ოჯახიდან, რუსი, გარდაცვალების თარიღი - 03.09.1933, ტვინში სისხლის ჩაქცევა ავტობუსის ქვეშ მოყოლის შედეგად.ლუკა კონოვალენკო - 34 წლის, ფერმერი, უკრაინელი, გარდაცვალების თარიღი - 16.06.1933, მიზეზი - ელვამ დაარტყა.ფიოდორ ასტრატანოვი - გარდაცვალების თარიღი 26.07.1932, მიზეზი - მოკლა ხარმა" [4]. ვლადიმირ კოზლოვის დასკვნით, ყველა ტიპის სიკვდილი (მაგ: ტრამვებით, უბედური შემთხვევებით გამოწვეული მეშახტეთა სიკვდილი)გოლოდომორის მსხვერპლთა სიაშია შეტანილი. ამდენად, გოლოდომორი არის მოვლენა, რომელიც დღემდე იწვევს დისკუსიას გამომწვევი მიზეზებისა და მსხვერპლთა რაოდენობის თავლსაზრისით, თუმცა ერთი რამ უდავოა, იგი ასახავს ღრმად ტრაგიკულ პერიოდს უკრაინის ისტორიაში.
452 4-ს მოსწონს
|