მსოფლიო TIME-ის "წლის ადამიანი 2018-ის" მოკლე სია გამოქვეყნდა 2018, 13 დეკემბერი, 23:58 ჟურნალი TIME 1927 წლიდან ყოველწლიურად ირჩევს "წლის ადამიანს". მას სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ და როგორც წესი, დიდი განხილვაც მოჰყვება. თუმცა, ნებისმეირ შემთხვევაში, ეს ადამიანი ისტორიის ნაწილი ხდება. ჟურნალი სულ რამდენიმე საათში დაასახელებს წლის ადამიანს, მანამდე კი გამოაქვეყნა მოკლე სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ შანსი გახდნენ "წლის ადამიანი 2018"ის ტიტულის მფლობელი. დინალდ ტრამპი - აშშ-ს პრეზიდენტი. ის უკვე გახდა წლის ადამიანი 2016 წელს და ახლა კვლავ აქვს შანსი. გაყოფილი ოჯახები - რედაქტორებმა სიაში შეიყვანეს ის ბავშვები და მშობლები, რომლებიც ერთმანეთს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო დააშორეს. ჟურნალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ფაქტის უპრეცედენტობას. ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ის 2007 წელს დასახელდა წლის ადამიანად და ახლა მასაც აქვს შანსი ეს ტიტული მეორედ მოიპოვოს. რობერტ მიულერი - სპეციალური მრჩეველი, რომელმაც ამხილა პრეზიდენტი ტრამპი მის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობაში. მიულერი ახლაც აწარმოებს გამოძიებას. რაიან ქუგლერი - სცენარისტი და რეჟისორი, რომელმაც ხელი შეუწყო "შავი პანტერას" კულტურულ გადატრიალებას, რამაც დიდი წარმატება მოიპოვა. ქრისტინ ბლეის ფორდი - უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც გახდა ეროვნული ფიგურა მას შემდეგ რაც ღიად დაადანაშაულა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი სექსუალურ ძალადობაში. საბოლოოდ კონგრესმა დაადასტურა ბრალდება და ფედერალური მოსამართლე მოხსნეს. ჯამალ ქაშოვკი - წარმოშობით არაბი, ამერიკის მკვიდრი ჟურნალისტი, რომელიც წამებით მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოს ტერიტორიაზე. აშშ-ში კვლავ გრძელდება გამოძიება და არსებობს ეჭვი, რომ მკვლელობა შეულვეთა საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა იმის გამო, რომ ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა მის უკანონო საქმიანობას. "მარში ჩვენი სიცოცხლისათვის" აქტივისტები - თებერვალში სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იარაღის რეფორმის ცვლილების მოთხოვნით. Moon Jae-in - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რომელმაც მოახერხა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის დათანხმება შეხვედრაზე. მსგავსი შეხვედრა ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. მეგან მარკლი, სასექსის ჰერცოგინია - ამერიკელი ყოფილი მსახიობი, რომელიც წელს ბრიტანეთის პრინც ჰარიზე დაქორწინდა. რამდენიმე საათში გავიგებთ ვინ გახდება "წლის ადამიანი 2018".
58 1-ს მოსწონს
|