x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვანდალიზმი ქუთაისში - ახლადდამონტაჟებული „მშვიდობის ბურთი“ დააზიანეს

image


ვანდალიზმი ქუთაისში - ახლადდამონტაჟებული "მშვიდობის ბურთი" დააზიანეს. უცნობმა პირებმა მონუმენტზე შავი საღებავით გაურკვეველი შინაარსის სიმბოლო დახატეს. "მშვიდობის ბურთი" გასულ თვეს დაიდგა. ბურთის იდეა ბესიკ ადამიას ეკუთვნის, რომელიც მის განთავსებას წლების განმავლობაში მოითხოვდა.


ბურთზე სხვადასხვა ენაზე სიტყვა "მშვიდობა" დაიწერა.2, 5 მეტრის სიმაღლის ბურთი მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ მომზადდა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.


მერიაში განმარტავენ, რომ ბურთის აღდგენა დაუყოვნებლივ მოხდება. ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირების სამართალდამცველელებს უკვე მიმართეს და ფაქტის შესწავლა დაიწყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მოსახლეობას მიმართავს, გაუფრთხილდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეები კანონის ფარგლებში დაისჯებიან.

1
228
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
228
  
2018, 19 დეკემბერი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1