x
image
intermedia.ge
Mediator image
„ჩემს დიეტაში ნებადართულია ხაჭაპურიც, ხინკალიც და ნამცხვარიც...“ - დიეტოლოგ ხათუნა გურეშიძის არაორდინარული მეთოდი

image


„დიეტის დარღვევა არათუ დასაშვები, აუცილებელიცაა“, - განაცხადა დიეტოლოგმა, ხათუნა გურეშიძემ marao.ge-სთან საუბრისას. ხათუნა პროფესიით პედიატრია. მეოთხე წელია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია შეითავსა და სწორი რაციონის შედგენაში არაერთ ქალბატონს დაეხმარა. ის განსაკუთრებულ მეთოდებს არ იყენებს, თუმცა საინტერესო და უჩვეულოა მისი მიდგომა. ჩვენთან საუბრისას ხათუნამ არაერთხელ აღნიშნა, რომ პაციენტებთან ლოიალურია:


- ჩემი დიეტა მხოლოდ კალორიების თვლას ეფუძნება. ყველა ადამიანს სიცოცხლისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დღის განმავლობაში სჭირდება გარკვეული კალორაჟი (კალორიების რაოდენობა). ეს რაოდენობა ითვლება ინდივიდუალურად (ჯანმრთელ ადამიანზე) ასაკის, სქესის, წონის და ფიზიკური დატვირთვის მიხედვით. არსებობს სპეციალური ფორმულები და გამოთვლის შედეგად ვიღებთ კონკრეტულ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი კ/კალ სჭირდება კონკრეტულ ადამიანს 24 საათის განმავლობაში…ამის შემდეგ უბრალო მათემატიკაა. თუ ამ რიცხვზე ნაკლებ კალორიას მივიღებთ, წონაში დავიკლებთ. თუ მეტს - წონაში მოვიმატებთ... აქ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა გზით კალორიების ხარჯვა, იგივე დაწვა, ვარჯიშის, შესრულებული სამუშაოს და ბევრი სხვა გზით, რაც გახდომას ეხმარება..
ამ გზით კვირაში საშუალოდ, 2 კგ-ს ვიკლებთ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული: რამდენად დიდია საწყისი წონა, როგორია ფიზიკური დატვირთვა, დავარღვევთ თუ არა...

რა არის თქვენი, როგორც დიეტოლოგის მთავარი კრედო?

  • არ გვაქვს აკრძალვები.
  • ვარღვევთ ხოლმე.
  • არ გვაწუხებს შიმშილის გრძნობა.
  • თუ გვშია, არ ვუყურებთ საათს.

image


-ამბობთ, რომ პაციენტებს დიეტის დარღვევის უფლებას აძლევთ. რატომ? განაგრძეთ კითხვა > > >




0
621
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0