საზოგადოება ექსკლუზივი – "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი ჟიურის წევრი ნათია თოდუა იქნება 2018, 10 დეკემბერი, 23:10 ექსკლუზივი – პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი ჟიურის წევრი, გერმანული "ვოისის" გამარჯვებული - ნათია თოდუა იქნება. ამის ამსახველ ფოტოს ინსტაგრამზე, მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი აქვეყნებს. "ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად აღმოვჩნდი ჟიურიში. მალე საზოგადოებრივ არხზე "საქართველოს ვარსკვლავი" რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე გაემგზავრება. ამიტომ ოდნავ მკაცრად ვართ." – წერს სტეფანე. შეგახსენებთ, რომ პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" საზოგადოებრივი მაუწყებელზე იანვრის თვიდან გავა და მასში გამარჯვებული ევროვიზიაზე გაემგზავრება. 454 1-ს მოსწონს
|