სხვა გაინტერესებთ, რა გელით მომავალი 30 დღის განმავლობაში? 2019, 10 იანვარი, 11:39 სამყარო მუდმივად გვიგზავნის ნიშნებს, რომელთა წყალობით შეგვიძლია გადაადგილების სწორი მიმართულება ავირჩიოთ. ისინი თითქმის ყველგანაა, უბრალოდ საჭიროა, რომ შეამჩნიოთ ეს ნიშნები და შეძლოთ მათი სწორად ამოკითხვა. მაგალითად, გთავაზობთ სამ ბანქოს, რომლებსაც გარეკანი აქვთ იდენტური, თუმცა ის, თუ რომელს აირჩევთ, უკვე განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას მომდევნო თვის განმავლობაში. დააკვირდით ფოტოს და უბრალოდ აირჩიეთ ერთ–ერთი ბანქო და წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა. 1 ბანქო - იღბალი გაგიღიმებთ! იღბალი ძალიან მალე გაგიღიმებთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სასწაულს უნდა ელოდოთ. მომდევნო 30 დღის განმავლობაში საჭირო და სასიამოვნო კონტაქტები გექნებათ. არ გამოტოვოთ ეს შანსი, რადგან საიმედო მეგობრებს იპოვით. ბედნიერება ახლოსაა, ხელს გიწვდით და ნუ გაუშვებთ მას. 2 ბანქო - უფრთხილდით მატყუარებს! ძალიან ახლო წრეში არაკეთილმოსურნეები გყავთ. ფრთხილად იყავით, რადგან ისინი მოულოდნელ პრობლემებს შეგიქმნიან. მომდევნო 30 დღე სავსე იქნება გადაწყვეტილებებით და უნდა გამოავლინოთ თქვენი ძალა, რათა მატყუარებმა მცდარ გზაზე არ გადაგახვევინონ. სამყარო ამბობს, რომ ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს თქვენი გეგმების მსვლელობას. 3 ბანქო - თქვენ წარმატება გელით! ამ გარკვეულ პერიოდში რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ, ან რაც არ უნდა დაგეგმოთ, ყველაფერში წარმატება გელით. ეს დრო განსაკუთრებით სახეიროა მატერიალური პრობლემების გასაუმჯობესებლად. კარიერული წინსვლაც საგრძნობი იქნება. არ გადაუხვიოთ დაგეგმილ კურსს, რადგან მთელი თქვენი ძალა და სამყარო ცუდის განდევნის პროცესშია. ძალიან მალე მთების გადადგმას შეძლებთ! იხილეთ აგრეთვე: საახალწლო წინასწარმეტყველება - გაიგეთ, რა გელით 2019 წელს ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ) კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში? მხოლოდ ფურცლისა და ბეჭდის მეშვეობით გაიგებთ, რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედი 1407 10-ს მოსწონს
|