სხვა პენტერაფობია - დედამთილის შიში; იცით რა ჰქვია ტელეფონის გარეშე ყოფნის შიშს? (იხილეთ ვრცლად) 2018, 8 დეკემბერი, 20:41 აბლუტოფობია - დაბანისა და სისუფთავის შიშიპენტერაფობია - დედამთილის შიშიაბლუტოფობია - ფობიების ნაირსახეობა, რომელიც უმეტესწილად გავრცელებულია ბავშვებში და არანაკლებ პოპულარულია ახალგაზრდებშიც. მეცნიერები სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ აბლუტოფობიას, შემთხვევას როცა ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ ინდივიდს დაბანისა და სისუფთავის სურვილი კვლავ არ უჩნდება. ეს გარკვეულწილად წყალთან დაკავშირებულ შიშებსაც უკავშირდება.
პენტერაფობია - დედამთილის შიში
ცოტ-ცოტათი ყველას ''ეშინია'' დედამთილის, თუმცა პენტერაფობია არის ცოტ-ცოტათი შიშზე მომდევნო, უფრო მაღალი დონე. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ამ ფობიის ქვეშ ყოფნა დედამთილის გაცნობამდე იწყება, როცა მომავალ რძალს იმის შიში აქვს თუ როგორ მიიღებს ოჯახის ახალ წევრს ფაქტობრივად ოჯახის ''უფროსი'' - დედამთილი. ამ ფობიასთანაა დაკავშირებული აგრეთვე ვიტრიკოფობია - მამამთილის შიში და სოსერაფობია - დედამთილ-მამამთილის შიში(ერთდროულად).
ტიპიური სიმპტომები პანიკა, სუნთქვის სისწრაფე, გულისცემის აჩქარება, ოფლიანობა, გულისრევა დედამთილის დანახვისას.
ნომოფობია - ტელეფონის გარეშე ყოფნის შიშიფობიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში, უმეტესწილად თინეიჯერებს შორის. ყოფილ ნარკომან თინეიჯერთა ეროვნული ინსტიტუტის ცნობით ნომოფობიის მქონე თინეიჯერებს ძალიან დიდი გაღიაზიანებადობა და აგრესიულობა ახასიათებთ, რომელთა ყველაზე გავრცელებული მიზეზი ტელეფონის სახლში დარჩენა ან ბატარეიის დაჯდომაა. ნომოფობისტებში გავრცელებული ჩვეულებაა ტელეფონის ეკრანზე დახედვა საათში დაახლოებით 20-ჯერ. ბრიტანეთში გამოკითხული 1000 თინეიჯერიდან 66%-ს აღენიშნებოდა ნომოფობიის ნიშნები. ყველაზე საინტერესო ტესტები
გამოიცანი ნაწარმოები ლიტერატურული პერსონაჟის მიხედვით
ხარ თუ არა IX კლასელზე ჭკვიანი?
რამდენად კარგი მეხსიერება გაქვთ? - მეხსიერების ტესტი
ბლიცი: რამდენ შეკითხვას გასცემ სწორ პასუხს 60 წამში?
დაამტკიცე, რომ ხარ ყველაზე ინტელექტუალი(ტესტი)
შეამოწმე და გაიგე როგორია შენი ზოგადი ცოდნის დონე
შეამოწმე შენი ცოდნა ქართულ პოეზიაში
შეამოწმეთ რამდენად კარგი ინტუიციის გრძნობა გაქვთ(ტესტი)225 1-ს მოსწონს
|