სხვა 30 წელი სომხეთის საზარელი მიწისძვრიდან(+16) 2018, 7 დეკემბერი, 21:37
1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთში სპიტაკის რეგიონში, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე მოხდა საზარელი მიწისძვრა 7.2 მაგნიტუდით, რომელიც 30 წამი გაგრძელდა. მძლავრმა მიწისქვეშა ბიძგებმა მოიცვა მთელი სომხეთი და საქართველოს ნაწილი. მიწისძვრის ტალღამ დედამიწას დაარტყა წრე და იგი დააფიქსირეს ამერიკის, ევროპის, აზიის და ავტრალიის სეისმურმა ლაბორატორიებმა. სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი. მთლიანად დაიღუპა 25 000 ადამიანი, ხოლო 514 000 უსახლკაროდ დარჩა.
იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, მიხეილ გორბაჩოვმა შეწყვიტა აშშ-ში ვიზიტი და ითხოვა სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარება. სომხეთს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა და კიდევ მსოფლიოს 111 ქვეყანა, მათ შორის: აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ლიბანი, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.
საბჭოთა კავშირში სპეციალიზებური სამაშველო სამსახური არ არსებობდა ამ პროფილით, ამიტომ უცხოელი მაშველები იქნენ მოწვეულნი. უსახლკაროდ დარჩენილები მთელს საბჭოეთში შეიფარეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, მათ გამოეყოთ ბინები, ზოგი პრესტიჟულ სასტუმროებში დაასახლეს. 1989 წელს დამზადდა 3 მანეთიანი რკინის მონეტა, რომელიც სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. სომხეთის მიწისძვრამ ასახვა პოვა პოპ-კულტურაშიც. 1989 წელს უცხოელმა როკ ვარსკვლავებმა ჩაწერეს საქველმოქმედო ალბომი Rock Aid Armenia —, ჩაწერაში მონაწილეობდნენ:Emerson, Lake & Palmer, Gary Moore, Black Sabbath, Asia, Mike & the Mechanics, Rush, Deep Purple, Bon Jovi, Iron Maiden, Led Zeppelin, Foreigner, Pink Floyd, Queen, Yes, Whitesnake, Bryan Adams-ი და სხვები. ყველამ ერთად კი შეასრულა Deep Purple -ს ცნობილი ჰიტი "Smoke on the Water", რომელიც UK Top 40 Singles Chart-ში მოხვდა. ამასთანვე, დაიწერა რამდენიმე წიგნი და ორი დოკუმენტური ფილმი("სპიტაკის მიწისძვრა" და "სომხეთი: ჯოჯოხეთის 7 დღე") გადაიღეს. 2016 წლის დეკემბერში გამოვიდა მხატვრული ფილმი "მიწისძვრა"(რეჟისორი სარიკ ანდრეასიანი), რომელიც პრემია "ოსკარზე " იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, ხოლო «Виват кино России!»-ის XXV ფესტივალზე ფილმს გადაეცა პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის. 198 6-ს მოსწონს
|