საზოგადოება "ეს ნამდვილად არის ჩემი აგარაკი" – ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი აგარაკის ფოტოს აქვეყნებს 2018, 7 დეკემბერი, 16:19
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი - ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში საკუთარი აგარაკის ფოტოს აქვეყნებს და შემდეგ წარწერას ურთავს:
"ეს ნამდვილად არის ჩემი აგარაკი. და გაზაფხულს მარტო იმიტომ ველოდები, რომ აქ გადავიდე. აქ ბევრი ხეხილია, სიმწვანე, წყალი და სიჩუმე. ეს ადგილი არის ჩემი სამოთხე დედამიწაზე." - წერს ჟორჟოლიანი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანზე გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია, თითქოს ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლობდა ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლს. ჟორჟოლიანი აღნიშნულ ინფორმაციას ფეისბუქ სტატუსით გამოეხმაურა: "მტყუანს შეს-ა ბიძინამ, რამდენი ეს ჩემი სახლი არაა. მოდით და თქვენგან განსხვავებით კარებს გაგიღებთ და გიმასპინძლებთ იმერული პურ-მარილით. და ისე, რომ იცოდეთ, ჩემი აგარაკი გადაღებული აქვს შუადღეს, ეკა ხოფერიას, თავად მე და აგეღოთ მასალა, სხვის სახლს რომ მტენით. ბანძები ხართ მოკლედ." - ნანუკა ჟორჟოლიანი. 2504 1-ს მოსწონს
|