საზოგადოება სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა უცხოელ მოქალაქეებზე საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2018, 7 დეკემბერი, 15:21
დღეს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს გააუქმა. საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ. გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოცხადდა, რადგან სასამართლომ ამ საკითხზე ამ დრომდე ორჯერ, 2012 და 2014 წლებში უკვე იმსჯელა. ორივე შემთხვევაში ის სამართლებრივი ნორმა გააუქმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების უფლებას უზღუდავდა. 148 1-ს მოსწონს
|