სიახლეები დიდი ქალაქის მერს პატარა ავტომობილები უყვარს - კახა კალაძის "ავტოპარკი" 2018, 7 დეკემბერი, 13:26 დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილია ძალიან დახვეწილი გემოვნებით. მის ჩაცმულობაზე პრესა ხშირად წერს და უმეტესად, მას გემოვნებას უწონებს. საზოგადოებაშიც და მის ოპონენტებშიც კი კალას გემოვნება აღიარებას იწვევს. მერის საქმიანობის წლის ანგარიშზე კი მისი „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლები უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე ეკრანზე გამოტანილი საქმიანობის ამსახველი გრაფიკა. ქალაქის თავკაცი ასევე ცნობილია ავტომობილებისადმი სიყვარულით, თუმცა, მას ამ ბოლო დროს ერთი „უცნაურობა“ აღენიშნება. სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა, ყველას გვახსოვს მისი გრანდიოზული Bentley და Range Rover-ი, მის ავტოფარეხში მდიდრული სპორტული ავტოებიდან Mercedes- AMG GT-ის, ჯერ იყო და MINI-თ მოძრაობდა, შემდეგ იტალიური Fiat 500-ით. აი, ახლა კი კიდევ უფრო პატარა ზომის - 0, 9 ლიტრიან ტურბოძრავიან 2018 წლის ორადგილიან Smart-ზე გადაჯდა. როცა ვიკითხეთ, რატომ ასეთი პატარა ავტომობილები, გვიპასუხეს, რომ ურბანულ სივრცეში ამ ტიპის ავტომობილებით გადაადგილება მეტად კომფორტულია, ხოლო კალაძე პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობასო. ისიც გავიგეთ, რომ თურმე მერი მძღოლის სამსახურზე უარს ამბობს, სამსახურში თავად ატარებს და სხვდასხვა ღონისძიებებზეც თავად დადის მისი „პიპიებით“. მოკლედ, თავის დროზე მილიონერი სელებრითისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით შემკობილი კალა, ახლა თანამედროვე მერის შესაფერისად იქცევა და სხვა ქართველი ჩინოვნიკების უმეტესობისგან ამითაც გამორჩეულია, რომლებიც „ორსართულიანი პრადოებიდან“ ვერ გადმოსხდნენ. იხილეთ ფოტოსლაიდერი ბმულზე > > > 1028 7-ს მოსწონს
|