სისხლის სამართალი სპეცოპერაცია გვიან ღამით-პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს 2018, 6 დეკემბერი, 11:03 წუხელ, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც ნაქირავებ ბინაში დააკავეს პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე. არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს"
შესაგახსნებთ, პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური წარსულშიც არაერთხელ მოექცა კრიმინალური გარჩევების ქვეშ.
2017 წლის იანვარში, გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე მეგობართან ერთად დაჭრეს, მაშინ ის და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. მეორედ პრეზიდენტის სიძე 2018 წლის ივლისში დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა... 110 8-ს მოსწონს
|