სხვა 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 2018, 5 დეკემბერი, 9:50 ![]() 1.შემოსავალი. ახლობლებისთვის ეს თემა ნამდვილი ტაბუ არის. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი შემოსავალი მოკრძალებულია თუ საკმაოდ მსუყე, თანხის რაოდენობა არავის უნდა გაუმჟღავნოთ. თუ ნათესავებს ეტყვით, რამდენს გამოიმუშავებთ, ამით საბაბს მისცემთ, რომ თქვენს ბიუჯეტში ხელები აფათურონ. საჭიროა არაა, ვიღაცამ ფიქრებით ან რეალურად თქვენი ხელფასი გადაანაწილოს. ![]() 3.ხარჯები. ყველა ადამიანის ცხოვრების წესი და მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამასთან, ეს ვიღაცას ცუდად ან უკეთესად არ ხდის. გამომუშავებული თანხის მიუხედავად, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, საკუთარი ფული სად და როგორ დახარჯოთ. თუ მომავალშიც ფულის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა გსურთ და არა სხვისი სურვილის გათვალისწინებით, ხარჯების ციფრი საქვეყნო არ გახადოთ. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს შეუძლია გაუგოს სხვას, როცა საქმე ხარჯებს ეხება. ძვირად ღირებულ რესტორანში თქვენი ვახშამი ან შაბათ-კვირას უკანასკნელი ფულით ქალაქგარეთ მოგზაურობა ყველასთვის გასაგები არაა. ![]() ![]() 6.პერსპექტივები. პროექტის დასრულების ბოლოს კარიერულ ზრდას გპირდებიან? შესანიშნავი ამბავია, ოღონდ მხოლოდ თქვენთვის. ამ მომავალი სასიხარულო ამბის ყველასთვის მოყოლა არ იჩქაროთ. მთელი ძალისხმევა სასურველის მისაღწევად მიმართეთ. ენერგია ამაში დახარჯეთ და არა საკუთარი პერსპექტივების შესახებ ნათესავებთან საუბრებში. ამის გაკეთებას კიდევ მოასწრებთ, როცა სასურველ პოზიციას დაიკავებთ. 7.დაგეგმილი საყიდლები. მნიშვნელობა არ აქვს, ახალი მანქანის შეძენა გსურთ, თუ უახლოესი მოდელის ტელეფონის ან 25-ე კაბის - ამის შესახებ მხოლოდ შეძენის შემდეგ უნდა ისაუბროთ. ნათესავები მხარს ნაკლებად დაგიჭერენ, სამაგიეროდ ყიდვის სიამოვნებას უბრალოდ დაკარგავთ. ![]() 9.დაგეგმილი სამსახური. სამსახურის, თანამდებობის, პროფესიის შეცვლა - ეს ის თემები არაა, რომლებზეც ვინმეს კონსულტანცია გჭირდებათ. ასეთი გადაწყვეტილებები მარტო უნდა მიიღოთ, რადგან თქვენ გარდა არავინ იცის, თუ რა არის უკეთესი. ყველა მხრიდან რჩევებს და მრჩეველებს ვერ მოიშორებთ, თუ სამომავლო გეგმებს გააჟღერებთ. 10.სამომავლო გეგმა. თქვენ უკვე მიხვდით, რომ სიტყვა „დაგეგმილს“ უყვარს სიჩუმე და დუმილი. ნებისმიერი სამომავლო გეგმა საჯარო გამოცხადებას არ საჭიროებს. წარმატებას უყვარს ისინი, ვინც მისკენ ჯიუტად მიისწრაფვიან და ამის შესახებ ყოველ კუთხეში არ საუბრობენ. დიახ, ნათესავები ახლობელი ადამიანები არიან, მაგრამ უმჯობესია თუ მათ საკუთარ წარმატებებს, და არა გეგმებს, გაუზიარებთ. ![]() უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 5504 2-ს მოსწონს |
ასეთი რამეა კიდევ ნათქვამი: ,,არავის გაუმხილოთ თქვენი პრობლემები, 80%-ს ფეხებზე კიდია და 20%-ს უხარია რომ პრობლემები გაქვთო''