x
image
თამილა გურაშვილი
მექსიკაში თვითმფრინავი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ჩამოვარდა

image


მექსიკაში, ქალაქ კულიაკანში "Cessna" მარკის პატარა თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. - იუწყება რია ნოვოსტი.

ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი ​​ადამიანი კი დაშავდა, შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ავარიის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია.

დეკემბრის დასაწყისიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში, კერძო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. შეერთებულ შტატებში ქალაქ ფორტ ლაუდერდალეში პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობაზე, დაიღუპა ორი ადამიანი.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0