x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვაშაძეს მივეცი ხმა, მაგრამ მე ვცნობ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს“ – სვიმონ მასხარაშვილი

image


ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის, ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციისგან განსხვავებით ის აღიარებს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ მან ტვ “პირველი”-ს გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
.
“მიუხედავად იმისა, რომ ხმა მივეცი გრიგოლ ვაშაძეს და ყოველთვის “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგე ვიყავი და დღესაც ვრჩები, მე რა თქმა უნდა ვცნობ საქართველოს პრეზიდენტად და მთავარსარდლად სალომე ზურაბიშვილს. დღეს რომ ომი დაიწყოს და სალომე ზურაბიშვილმა მობილიზაცია გამოაცხადოს, ხართ ისეთი, რომელიც არ წავა საქართველოს დასაცავად, რადგან სალომეს არ აღიარებთ? “– განაცხადა სვიმონ მასხარაშვილმა და ამ კითხვით საზოგადოებას მიმართა.
.
ისტორიკოსმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც მნიშვნელოვანია საზოგადოება პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებდეს და სახელმწიფოებრივი აზროვნებით უდგებოდეს საკითხს.
0
649
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0