საქართველო „თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია! ჯარისკაცების ნაწილს გაცნობიერებული არ აქვს, რომ ხმა მისცეს მწამებლებს“ 2018, 4 დეკემბერი, 0:24 პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „თავდაცვის მინისტრი გადასაყენებელია! . ან გამოდის: ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცების ნაწილს გაცნობიერებული არა აქვს, რომ ხმა მისცეს პატიმართა მწამებლებს და ასეთი ჯარი ქვეყანას როგორ დაიცავს?! თუ გაცნობიერებული აქვთ, რომ მხარი მწამებლებს დაუჭირეს, მით უარესი. როგორია ჯარისკაცების ამ ნაწილის ფასეულობა? იდეოლოგია? სულისკვეთება? გულწრფელად მინდა თითოეულ მათგანს შევხვდე და ვესაუბრო. . ან ხმები გაიყო მიზანმიმართულად და ამ გაყალბებაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი. . თავდაცვის მინისტრი ჯარს რომ დირექტივას არ უნდა აძლევდეს, ეს მე საკუთარ თავზე ვნახე, რა ტრაგედიაცაა, ვნახე საგარეჯოში, სადაც თინა ხიდაშელმა ჯარსაც შეურაცხყოფა მიაყენა და ამომრჩეველსაც. ვერ ვიხსენებ, რომ მაშინ თქვენი ექსპერტული ანალიზი მოვისმინე. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ან დაჩაგრული ჯარით დაინტერესდით ან დაჩაგრული კანდიდატით, რომელსაც ჯარის 500 ხმამ გამარჯვება წაართვა. ამიტომ დემოკრატია რა არის, ეს ლექცია სტუდენტებს წაუკითხეთ. ეს ერთი“ - წერს ინაშვილი. 509 1-ს მოსწონს
|