x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
სპეცოპერაცია - აქციაზე დასასწრებად უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 5 მებრძოლი დააკავეს
image

.

გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.
.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასტუმროს პერსონალი ამბობს, რომ სპეცრაზმს ჰქონდა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდნენ ისინი, რადგან სხვა ოთახები მათ არ შეუმოწმებიათ.


„ხუთი ცხოვრობდა ჩვენთან. პასპორტები უკრაინული ჰქონდათ. უკრაინის მოქალაქეები არიან. 27 -ში შემოვიდნენ ღამე. 27-ში როცა ვიყავი, სამნი მოვიდნენ, გუშინ რომ მოვედი, დამხვდნენ ხუთნი, "-აცხადებენ სასტუმროში.


.

სამართალდამცველებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.


0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0