x
image
თამილა გურაშვილი
მეცნიერები ერთ თვეა მთელ დედამიწაზე მომხდარი უცნაური სეისმური ტალღების წარმოშობის მიზეზებს იკვლევენ.
image

მეცნიერები ვერ ხსნიან უცნაურ სეისმური აქტივობას, რომელიც მთელ პლანეტაზე გავრცელდა 2018 წლის 11 ნოემბერს. რყევები დაფიქსირდა მთელს დედამიწაზე. წერს გამოცემა "National Geographic'-ი.

ამის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, მეცნიერთა აზრით, ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია სეისმურ აქტივობასთან, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე თვის განმავლობაში მაიოტას არქიპელაგის რაიონში, ინდოეთის ოკეანეში.

წლის პირველ ნახევარში სეისმოლოგებმა ამ რეგიონში, დაახლოებით მაიოტის აღმოსავლეთ სანაპიროდან 50 კილომეტრში დააფიქსირეს რყევები, რომელიც რამდენიმე ასეულ პატარა მიწისძვრებში გამოიხატა.ყველაზე ძლიერი ბიძგი იყო 5.8 ამპლიტუდის სიმძლავრის. კუნძულზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.


პარიზის ეკოლოგიური კვლევის ექსპერტთა აზრით, ასეთი მიწისძვრის სერია არ შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ტექტონიკურ ძვრებთან, რეგიონში ხდება ძლიერი ვულკანური აქტივობა.


image

ნოემბრის დასაწყისში სეისმოლოგებმა მსგავსი რყევა დააფიქსირეს უცნაური ხანგრძლივი ვიბრაციით. ამავე დროს, რყევა სწრაფად დასრულდა, ხოლო, დაბალი სიხშირის ვიბრაციული რყევა დაახლოებით ყოველ 17 წამში ხდებოდა 20 წუთის განმავლობაში.

მეცნიერთა მთავარი ჰიპოთეზაა ვიბრაციის შესახებ შესაძლო კავშირი ინდოეთის ოკეანის ქვეშ მდებარე დიდი მასის მაგმის მოძრაობასთან. ეს ჰიპოთეზა შეიქმნა GPS- ის მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კუნძული მაიოტი 40 თვეში გადაადგილდა 60 მმ-მდე აღმოსავლეთით და 30 მმ-ით სამხრეთით. ჰიპოთეზის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ არქიპელაგში უცნაური ვიბრაციის მოძრაობა მიუთითებს კუნძულის ქვეშ მდებარე ერთი გიგანტური მაგმის საცავის არსებობაზე. ამის დასადასტურებლად კი აუცილებელია ახალი კვლევების ჩატარება.


image


2
809
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
809
  
2018, 1 დეკემბერი, 23:46
რათ უნდოდა მერე მაგას ერთ თვიანი კვლევა და გამოძიება???? ეკითხათ და ვეტყოდი. ქართველთა მამა-მარჩენალი არქიფო კი არა და ბიძინა თავის რჩეულებთან ერთად აქეთ (საქართველოში) ბობოქრობდა და საქართველოში ახალი წელთაღრიცხვის დამწყები წმინდა გიჟ-მიშა იქით (ევროპაში) სცემდა ბოლთას. გოუძლებდა საცოდავი დედამიჭა ამხელა კატაკლიზმებს????? როდემდე?????????
2018, 1 დეკემბერი, 21:59
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 2