ამოცანები ამ ამოცანის ამოხსნას მხოლოდ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანები შეძლებენ 2018, 30 ნოემბერი, 18:23
გთავაზობთ საინტერესო მათემატიკურ ამოცანას, რომელიც ინტერნეტ სივრცეში პოპულარულია.
ერთი შეხედვით, მარტივ სკოლის განტოლებას წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად უფრო რთულად არის.
გარდა ამისა, ამ თავსატეხს ორი სწორი პასუხი აქვს!
გამოცადეთ საკუთარი თავი, შეძლებთ თუნდაც ერთი სწორი პასუხის გაცემას? ასე, რომ მოთმინება მოიკრიბეთ, კალამი და ქაღალდი აიღეთ და ამოხსნას შეუდექით. შედეგი ან გაგახარებთ, ან გაგაოცებთ. სწორ პასუხში ჩახედვა არ იჩქაროთ, სანამ პასუხს თავად არ იპოვით! ან სანამ არ დანებდებით... მზად ხართ? აი ორივე სწორი პასუხი: ვარიანტი № 1 1.ადამიანების უმეტესობა ამოხსნას იწყებენ ტოლობით 1+4=5 2.შემდეგ ამატებენ 2+5 წინა ჯამს (5) და ღებულობენ პასუხს 12-ს. 3.შემდეგ იგივე ფორმულას იყენებენ მომდევნო ტოლობაზე: 3+6 ჯამი არის 9, შემდეგ მას უმატებენ 12-ს და გამოდის 21. 4.ბოლო ეტაპი - 8+11-ის დაჯამება, რომ მივიღოთ 19, შემდეგ კი ამ რიცხვზე წინა გვერდის ჯამის 21-ს დამატება. შედეგად მივიღეთ 40. ასე რომ, ერთ-ერთი სწორი პასუხი არის 40. ვარიანტი № 2 1.ცხადია, რომ 1+4=5, მაგრამ ყველაზე ჭკვიანები პასუხს ასე მიიღებენ 1 + (4 × 1) 2.ამ ფორმულის მეორე ტოლობაზე გამოყენებით 2 + (2 × 5) მიიღებთ 12-ს. 3. შემდეგ შემდეგი ტოლობა 3 + (3 × 6) და მიიღებთ 21-ს. 4.და ბოლო ტოლობა, 8 + (8 × 11) , რითაც ვღებულობთ 96-ს. ანუ მეორე სწორი პასუხია - 96. თქვენ როგორ გამოგივიდათ? ასევე დაგაინტერესებთ: 3831 შეფასება არ არის |
1*(1+4)=5
2*(1+5)=12
3*(1+6)=21 და იგივე ფორმულით 8-ს ვამრავლებთ 1-სა და 11-ის ჯამზე და ვიღებთ 96-ს