x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჰოლივუდის ისტორიიდან

ჰოლივუდი – არის ქვეყანა, რომლის პოვნა რუკაზე შეუძლებელია, თუმცა იქ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანები ცხოვრობენ.

ჰოლივუდი – არის «ოცნებების ფაბრიკა» და გასული საუკუნის დასაწყისიდან – დღემდე, მისი კინოინდუსტრია მაქსიმალურ გავლენას ახდენს კაცობრიობის კულტურულ განვითარებაზე.

ჰოლივუდი – ჯადოსნური სამყაროა, თავისი ისტორიით და უამრავი საინტერესო ფაქტით, რომლის ერთ ნაწილზე აქ გვექნება საუბარი:



1. ამერიკული კინოინდუსტრია ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში იმიტომ გადავიდა, რომ თომას ედისონის მიერ შექმნილი «კინოპატენტების კომპანიიდან» გასულიყო.


image


«კინეტოსკოპის» შექმნის მომენტიდან, მისი გამომგონებელი თ. ედისონი საკუთარ თავს ყველა სახის კინოტექნოლოგიის ერთადერთ მფლობელად თვლიდა. ამიტომ, ის სრულ მონოპოლიას ითხოვდა ყველა სახის კინოწარმოებაზე და კინოგაქირავებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ კინოსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შემოსავლიდან, გარკვეული წილი მისთვის უნდა გადაეხადათ. ამასთან, ის მხოლოდ ამერიკაში წარმოებული კინოპროდუქციიდან კი არა, წილებს უცხოური ფილმების კინოგაქირავების შემოსავლებიდანაც ითხოვდა. აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედი პატენტების უმრავლესობა, რომელიც კინოაპარატურის კონსტრუქციის ძირითად ელემენტებზე იყო გაცემული, ედისონის კომპანიას ეკუთვნოდა და ამიტომ, 1907 წელს მისმა იურისტებმა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს «პატენტების ომის» შეწყვეტა და ქვეყანაში ერთი მსხვილი კინოწარმოების კომპანიის შექმნა შესთავაზეს. მათი გეგმის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ყველა კინოკომპანია უნდა გაერთიანებულიყო კარტელში და ედისონისთვის, მისი პატენტებით სარგებლობისთვის, საკუთარი შემოსავლის გარკვეული პროცენტი უნდა გადაეხადათ.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 1908 წ. 18 დეკემბერს «კინოპატენტების კომპანია» შეიქმნა, რომელშიც ამერიკაში არსებული ყველა კინოკომპანია და საფრანგთის ამერიკული ფილიალები გაერთიანდა. შეთანხმების თანახმად, კინომწარმოებლებს მხოლოდ თანხის გადახდა ევალებოდათ და სხვა ქმედებებში, სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. თუმცა, ხელშეკრულების პირობების გაკონტროლება რთული აღმოჩნდა...

3 თვის შემდეგ, «დამოუკიდებელმა» კინოკომპანიებმა კიდევ ერთი კავშირი შექმნეს და ფილმების წარმოება აშშ-ს დას. სანაპოროზე გადაიტანეს. დისტანცირების მიუხედავად, ედისონის კომპანია თანხის გადახდას მაინც ითხოვდა. საზოგადოება მალე მიხვდა, რომ აღნიშნულ კომპანიას მხოლოდ შემოსავალი აინტერესებდა, გარდა ამისა, ის ხელს უშლიდა კონკურენტული გარემოს შექმნას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ანტიმონოპოლიურ კანონთან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, 1913 წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, «კინოპატენტების კომპანია» გაუქმდა.

ამ პერიოდისთვის, ქვეყნის დასავლეთით კინოინდუსტრია უკვე აწყობილი იყო და ფილმების გადაღების ყველაზე პოპულარულ ადგილად დაბა ჰოლივუდი ითვლებოდა, რომელიც ყოფილი ესპანური კოლონიის ადგილზე, ლოს-ანჯელესთან ახლოს მდებარეობდა. თანდათანობით ჰოლივუდი ქალაქად გადაიქცა და ამერიკული კინოინდუსტრიის ცენტრად იქცა. image2. ყველასთვის ცნობილი გიგანტური ასოები მაუნთ-ლის სამხრეთ ფერდობზე 1923 წ. 13 ივნისს გაჩნდა. მაგრამ იმ დროს, მას კინოსთან არაფერი ჰქონდა საერთო. წარწერა HOLLYWOODLAND – ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უბანში აშენებული ახალი ბინების რეკლამას წარმოადგენდა. თითოეული ასოს სიმაღლე 9, ხოლო სიგანე – 15 მ იყო. ჩანაფიქრის მიხედვით, რეკლამა წელიწად-ნახევარი უნდა ყოფილიყო. მაგრამ იმ დროის მანძილზე ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი დემონტაჟი გადაიფიქრეს. 1949 წელს რეკლამის რესტავრაცია მოხდა და სიტყვას LAND-ი მოაცილეს.

imageimage

image3. ტრადიციულად, «ოსკარის» ქანდაკებას ბრიტანიუმის შენადნობისგან [კალა (90%) + სტიბიუმი (10%)] ამზადებენ და ოქროს წყალში ავლებენ. მაგრამ, II მსოფლიო ომის დროს, ლითონის დაზოგვის მიზნით, ის თაბაშირით ჩაანაცვლეს. imageimage

4. «ტიტანიკის» დაღუპვის შესახებ პირველი ფილმი, ეკრანებზე ტრაგედიიდან 29 დღის შემდეგ გამოვიდა. ხოლო, მთავარი როლის შემსრულებელი დოროთი გიფსონი, ნამდვილი «ტიტანიკის» მგზავრებს შორის იყო.


image



5. ჰოლივუდში, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, სცენარის ავტორების უმრავლესობა ქალი იყო, ხოლო მთავარი როლების 74, 4%-ს მამაკაცები ასრულებდნენ და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.


image



5. კვლევის თანახმად, მსახიობები «ოსკარის» ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვისას, სტივენ სპილბერგს უფრო ხშირად უხდიან მადლობას, ვიდრე ღმერთს.


image



7. ფილმი «101 დალმატინელი» გადაღებულია დოდი სმითის რომანის მიხედვით და ცოტამ თუ იცის, რომ მას გაგრძელება აქვს – რომანი-ზღაპარი «THe Starlight Barking», რომლის მთავარი პერსონაჟები მფრინავი ძაღლები და მათი უცხოპლანეტელი თანამემამულენი არიან.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფილმში 101–ის ნაცვლად, რეალურად, 300-მდე ლეკვი მონაწილეობს, – გადაღების დროს ლეკვები იზრდებოდნენ და მათი ჩანაცვლება ხდებოდა.



image



8. «ქარწაღებულნი» ყველაზე შემოსავლიანი ფილმია, როგორც კინოთეატრების, ისე ვიდეოგაქირავების ისტორიაში.


image



9. ჩარლი ჩაპლინმა «დიდი დიქტატორი» საკუთარი სახსრებით გადაიღო, რადგან ჰოლივუდში პროექტი არპერსპექტიულად მიიჩნიეს და ფულის დაკარგვის შეეშინდათ.


image



10. 106 წლის მანუელ დე ოლივეირა ყველაზე ხანდაზმული რეჟისორი იყო ჰოლივუდის ისტორიაში. მან ფილმების გადაღება ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში დაიწყო. ხოლო, ბოლო ფილმი «Visit or Memories and Confessions» (ვიზიტი ანუ მოგონებები და აღიარება) 2015 წ. გადაიღო და იმავე წელს გარდაიცვალა.


image



11. ამჟამად ჰოლივუდში მხოლოდ ერთი დიდი კინოსტუდია – Paramount Pictures-ი ფუნქციონირებს. სხვა გიგანტები, მაგ, Warner Bros, Universal... უკვე რა ხანია, ლოს-ანჯელესის სხვა გარეუბნებში გადავიდნენ. გარდა ამისა, უზარმაზარი გადასახადების გამო, ჰოლივუდელი პროდიუსერები ფილმების გადაღებას სხვა ქვეყნებში ამჯობინებენ, მათ შორის კანადაში. ჩრდილოელი მეზობელი ამერიკელ კინომწარმოებლებს უამრავ შეღავათს და სუბსიდიას სთავაზობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფილმში მონაწილეობას კანადელი მსახიობებიც მიიღებენ.


image



12. ჯეიმს კემერონი «ტერმინატორის» სცენარის წერის მომენტისთვის, უსახლკარო იყო და მიუხედავად ამისა, მან საკუთარ ნაშრომზე საავტორო უფლება, სიმბოლურ თანხად, – 1 დოლარად გაყიდა, იმ პირობით, რომ ფილმის რეჟისორი თავად იქნებოდა.


image



13. როდესაც ჩარლი ჩაპლინმა თავისი დამსახურებული ქანდაკება მიიღო, დარბაზი ფეხზე დგომით, 12 წუთი უკრავდა ტაშს. ეს ყველაზე ხანგრძლივი ტაში იყო «ოსკარების» დაჯილდოების ისტორიაში.


image



14. კარიერის დასაწყისში სილვესტერ სტალონე იმდენად ღარიბი იყო, რომ მან საკუთარი ძაღლი 50 დოლარად გაყიდა. ხოლო, ერთი კვირის შემდეგ, საკუთარი სცენარი გაყიდა, ფილმისთვის – «როკი» და 3000 დოლარის გადახდის შემდეგ, ძაღლი დაიბრუნა.


image



15. ფილმში, – «ტერმინატორი 2 – განკითხვის დღე» არნოლდ შვარცენეგერმა, შესრულებული როლისთვის, ჰონორარის სახით, 15 მლნ. დოლარი მიიღო. 700 სიტყვიდან, თითოეული, რომელიც მან ფილმში წარმოთქვა – 21 429 დოლარი ღირდა.


image



16. სცენარის პირველად ვერსიაში, ფილმში – «უკან მომავალში», დროის მანქანის ფუნქცია მაცივარს უნდა შეესრულებინა.


image



17. დროთა განმავლობაში, ჰოლივუდის სიმბოლო – «HOLLYWOOD»-ი დაზიანდა და მისი რესტავრაცია გახდა საჭირო. 1978 წ. «Playboy»-ის დამაარსებელმა, ჰიუ ჰეფნერმა ძველ სიმბოლოზე აუქციონი გამოაცხადა. შედეგად, – თითოეულ ასოს საკუთარი სპონსორი გაუჩნდა.



image



18. «ვარსკვლავური ომების» ერთ-ერთი გმორის – მაგისტრი იოდას გარეგნობის შექმნისას, საფუძვლად ალბერტ აინშტაინის სახე იყო აღებული.


image



19. ფილმი «პირველი სისხლი» წარმოებაში 10 წლის მანძილზე იყო. ხოლო, გადაღების და მონტაჟის შემდეგ, განადგურებას შემთხვევით გადაურჩა. გაგრძელება > > >


image


20. ცხენის მოკვეთილი თავი, ფილმში «ნათლია», ნამდვილი იყო.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ცნობილები, მდიდრები და ამავდროულად მოკრძალებულები
* გარდასახვის დიდოსტატები. 10 მსახიობი, რომელსაც ნებისმიერი როლის თამაში შეუძლია

* 10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ


0
223
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0