ზამთარი არა მარტო თოვლი, ცხელი ჩაი და ფაფუკი პლედია, არამედ -გაზრდილი კომუნალური გადასახადებიც. როგორ შევამციროთ ისინი, რომ არც კომფორტი მოვიკლოთ? ამ 12 რჩევიდან, შესაძლოა, რომელიმე დაგეხმაროთ:
1.ხშირად გაწმინდეთ ნათურები

ალბათ შეგინიშნავთ, რომ შუქი თანდათან შესუსტდა?ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს, რომ ნათურა მტვრით დაიბინდა და გასაწმენდია. ამ დროს მათი შუქი მნიშვნელოვნად იკლებს.
ნათურის გაწმენდა მშრალი ჩვრით შეგიძლიათ. რეგულარული გაწმენდა თავიდან აგაცილებთ დამატებით სხვა ნათურის გამოყენების აუცილებლობას და დამატებით ხარჯებს.
2.გამოიყენეთ თავსახური

საჭმლის მომზადების პროცესში არ დაგავიწყდეთ და ქვაბს აუცილებლად დააფარეთ თავსახური. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძის მომზადების დროს და შესაბამისად - დენის ან ბუნებრივი აირის მოხმარებას.
3. არა მიკროტალღურს!

მიეჩვიეთ იმას, რომ გაყინული პროდუქტები ბუნებრივად, მიკროტალღურის გამოყენების გარეშე გაალღოთ. ბუნებრივად გამლღვალი პროდუქტი უფრო უსაფრთხოა და თანაც, დენის გადასახადი შეგიმცირდებათ.
4.არ გააღოთ ღუმელის კარი ხშირად

რაიმეს მომზადებისას არ გააღოთ ღუმლის კარი, როცა ამის საჭიროება არ დგას. ამ დროს თბილი ჰაერი გარეთ გამოდის და იმისთვის, რომ საჭირო ტემპერატურას მიაღწიოს, დამატებითი ენერგიაა საჭირო.
5.შეარჩიეთ ფერთა სწორი გამა

რა მიმზიდველიც არ უნდა იყოს მუქი ფერები, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ ენერგიის დანაკარგია. კედლებისა თუ ჭერის ღია ფერები სინათლეს ირეკლავენ, რაც ელ.ენერგიის მოხმარებაზე თავის მხრივ დადებითად აისახება.
6.დროულად გაწმინდეთ მტვერსასრუტი

არ დაიზაროთ და დროულად დაცალეთ მტვერსასრუტის ტომარა თუ კონტეინერი, რადგან ამ დროს მტვერსასრუტი დამატებით ენერგიას მოიხმარს. გასუფთავება რეკომენდებულია, როცა ტომარა მეოთხედამდე გაივსება.
7.გაწმინდეთ ელ.მოწყობილობები ნადებისგან

არ დაიზაროთ და დროულად გაწმინდეთ ელ. მოწყობილობები ინსტრუქციის მიხედვით. მყარი ნადები მის კედლებზე ენერგოეფექტურობას ამცირებს და ენერგიის მოხმარება იზრდება.
8. შეარჩიეთ შესაფერისი ელ.მოწყობილობები

მაგალითად, წყლის ადუღება ელ.ჩაიდნითაა რეკომენდებული, ვიდრე ელ.ქურაზე. ჩაასხით იმდენი წყალი, რამდენიც გჭირდებათ. იმ კერძების მოსამზადებლად ან გასათბობად, რომელსაც დიდი დრო არ უნდა, გამოიყენეთ მიკროტალღური.
9. რეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე

30 გრადუსიანი რეჟიმი ენერგიის მოხმარებას 40%-ით ამცირებს მაღალ ტემპერატურიან რეჟიმთან შედარებით. გარდა ამისა, დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა დაიცავს თქვენს სამოსს ფერების “ჩამორეცხვისგან". ნუ ჩართავთ ნახევრადცარიელ სარეცხის მანქანას. ბარაბანში სარეცხს სამი მეოთხედი უნდა ეკავოს.
უარი თქვით საშრობ მანქანაზე და იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, როცა სასწრაფოდ გინდათ ამა თუ თეთრეულისა თუ სამოსის გაშრობა.
10. შეცვალეთ ძველი ტექნიკა ახლით

ახალი ტექნიკის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ენერგოეფექტურობის კლასს. ეს განსაკუთრებით ეხება მაცივრებს, სარეცხის მანქანებს, საშრობებს. ყველაზე ხელსაყრელია, როცა აღნიშვნა იწყება А-ზე და რაც უფრო მეტი პლუსი აქვს, მით უკეთესი А (+, ++, +++).
11.გაავსეთ საყინულე

არ ამუშაოთ ნახევრადცარიელი საყინულე კამერა. ის ცარიელი არ უნდა იყოს.კარის გაღების დროს ცივი ჰაერი გარეთ გამოდის და კამერის გასაგრილებლად ისევ დამატებითი ენერგიაა საჭირო. ამავდროულად, არაა რეკომენდებული საყინულის გამოვსებაც. მცირე სივრცე უნდა დარჩეს, რომ ცივი ჰაერის ცირკულაცია მოხდეს.
და არ დაგავიწყდეთ საყინულის დროულად გალღობა და გაწმენდა. კედლებზე წარმოქმნილი ყინული მნიშვნელოვნად ზრდის ელ.ენერგიის მოხმარებას.
12.სწორად შეინახეთ წყალი და სითხეები მაცივარში

მაცივარში წარმოქნილი ტენი ენერგიის მოხმარებას ზრდის. ამიტომ, არ შედგათ მაცივარში თავახდილი და წყლიანი ჭურჭელი, აუცილებლად დააფარეთ რამე.
ეს მარტივი რჩევები, საერთო ჯამში, მნიშვნელოვნად შეამცირებენ კომუნალურ ხარჯებს.