x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია
image

დილის არომატული თბილი ყავით დაწყებაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? Gallup-ის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 60% საშუალოდ დღეში ერთ ჭიქა ყავას სვამს. უფრო მეტიც, მეოთხედი აღიარებს, რომ მასზე დამოკიდებული არიან. ყავის მოყვარულთა ასეთი რაოდენობა გასაკვირი არაა.

გასაოცარი არის იმის აღმოჩენა, რომ ყავა შეიძლება ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს!

როგორც ყველაფერში, ყავას ზომიერება სჭირდება და მისი ბოროტად გამოყენება არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ისინი, ვინც ყავას „ჯანსაღი“ მოცულობით სვამენ, სინამდვილეში ყავის დახმარებით საკუთარ ჯანმრთელობას აძლიერებენ.


ყავის ზოგიერთმა სასარგებლო თვისებამ უბრალოდ გამაოცა - ვინ იფიქრებდა, რომ ყავა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ან ზოგიერთი სახეობის სიმსივნესთან ბრძოლაში გვეხმარება? უფრო დაწვრილებით კი ქვემოთ იხილეთ.


5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია

image

№ 1: ღვიძლის ციროზი

რა თქმა უნდა, ყავა როგორც ღვიძლის ციროზის პანაცეა, არ უნდა განიხილოთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ის ორგანიზმს ალკოჰოლური მოწამვლისგან დაიცავს. მაგრამ ყავა ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს და ამ საშინელი დაავადების განვითარებას აფერხებს.

თუ CNN-ს დავუჯერებთ, “დღეში 2 ჭიქა ყავა ღვიძლის ციროზის განვითარებას 44%-ით ამცირებს“.

ასე რომ, თუ ღვიძლზე ნერვიულობთ, ერთი ჭიქა ყავა ეს ისაა, რაც ექიმმა გამოგიწერათ!


№2 მეორე ტიპის დიაბეტი

დიაბეტი სერიოზულ დაავადებას წარმოადგენს, რომელსაც სამედიცინო სპეციალისტების დახმარებით უნდა უმკურნალოთ. თუმცა ყავა შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების შეფერხების მეთოდი გახდეს.

„ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის მსმელ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბევრს ყავას სვამს, დიაბეტის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე სხვა ადამიანებს" - წერს WEBMD.

მიუხედავად იმისა, ამბობენ, რომ სწორედ კოფეინი წარმოადგენს მთავარ ელემენტს დიაბეტთან ბრძოლის დროს, კვლევამ აჩვენა, რომ არა კოფეინი, არამედ თავად ყავა ახდენს დადებით ეფექტს.


№3 გულის დაავადება

გულზე კოფეინის გავლენა ჯერ კიდევ კვლევის ობიექტს წარმოადგენს და როცა საუბარი ჯანსაღ გულს ეხება, ყოველთვის მკურნალი ექიმის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ. მიუხედავად ამისა, გულის სასიკვდილო დაავადების შესაფერხებლად ყავა შეიძლება სასარგებლო იყოს.

სტატიაში Tech Times სათაურით, „ყოველდღიური ყავა გულის დაავადებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს ამცირებს“, განიხილება კვლევა, სადაც ნათქვამია:

„ყავის რეგულარული მიღება პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული იყო რისკთან... გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეულ სიკვდილთან.“

ასე რომ, ვინც გულის ჯანმრთელობით არის შეწუხებული, სწორედ ახლა 1 ჭიქა ყავას მოიდუღებს.


№4 სიმსივნე

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამერიკის ინსტიტუტის მეცნიერები, რომლებიც სიმსივნეს სწავლობენ, აცხადებენ:

„კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული პროდუქტები, როგორიც არის ყავა, შეიძლება სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს“.

ცხადია, რომ ყავას „მედიკამენტს“ ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ყავის რეგულარული დალევით სიმსივნის განვითარება შეიძლება შეაფერხოთ.


№5 პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადება

ტვინის ნორმალური აქტიურობის მხარდაჭერის გარდა, ყავა შეიძლება სასარგებლო იყოს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების ნიშნებთან ბრძოლის დროს.

„ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში სამ ჭიქა ყავას შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების შეფერხება ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც მეხსიერების გაუარესებას უჩივიან“ - ამბობს CBS News. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად კოფეინის მიღება პარკისონით დაავადებულთა სიმპტომებს ამსუბუქებს. ეს კვლევები გაახარებს მათ, ვისაც ამ დაავადების განვითარების მემკვიდრეობითი რისკი აქვთ!

და თქვენ სვამთ ყავას? ამ სტატიამ ყავის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალა? თქვენი ფიქრები კომენტარებში გაგვიზიარეთ! და მეგობრებისა და ახლობლებისთვის ინფორმაციის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

0
1947
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1947
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0