ჭადრაკი ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა 2018, 29 ნოემბერი, 22:57 ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი წარმატებანონა გაფრინდაშვილმა სენიორთა შორის მსოფილო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკემ ინგლისელი დინაჰ ნორმანი 74-ე სვლაზე დაამარცხა. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8, 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველი მოჭადრაკე ყველაზე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.
![]() შეგახსენებთ გასული წლის წარმატებასაც.76 წლის ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 65+ ასაკის ქალთა შორის ჩემპიონი გახდა(2017წ)
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი პირველ ადგილზე 9-დან 5, 5 ქულით გავიდა. მეორე ადგილი დაიკავა ელენა ფატალიბეკოვამ (რუსეთი) 4, 5 ქულით, ხოლო მესამე ადგილი - ირინა კაბანოვამ (რუსეთი) 3 ქულით.
ნონა გაფრინდაშვილი ამჟამად მსოფლიოს ექსვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის გამარჯვებულია. 1983 წელს ის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი გახდა.113 1-ს მოსწონს
|