x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"ბევრმა ზურგი მაქცია, ჩემი წარსული რომ გაიგო.... ადამიანი სხვის გულისტკივილს ვერ გაიგებს, თუ თავად არ გამოცდის" - რას ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქუჩის მუსიკოსი სამირ სავჩუკი
image

"ყოფილა შემთხვევა, შემხვედრიან სოფლიდან ჩამოსული ბიჭები, როცა ვმღეროდი საბურთალოს ხაზზე და უთქვამთ, შენ აქ მღერიხარ, გვარცხვენო, რას ჰქვია ვარცხვენ, მათ ჰგონიათ, რომ მაქვს ყოველდღიური შემოსავალი, თუ სირცხვილი ჰგონიათ მაგათ, რომ ვმღერივარ, ვუკრავ... ისინი გადამიხდიან ქირის ფულს?

და გინება წარმოიდგინეთ რა, ამდენი ხალხი იდგა და მაგინებდბენ, დიდი მადლობა, მე ვუთხარი. წარმოიდგინეთ ახლა მე იქ რომ ჩავიდე სოფელში, რა მელის...

ბევრჯერ ამიტანია მე შეურაცხყოფა და გინება და უმძიმესი ოპერაცია მაქვს გადატანილი, იმიტომ რომ სუნთქვა მიჭირს, სიმღერაში მიშლის ხელს, ჩხუბების გამო, მადლობა უფალს რომ გადავრჩი და ექიმებს ვინც გადამარჩინეს.



რადგან სუნთქვის პრობლემა მაქვს, გულზეც მოქმედებს, წამლებს კი ვსავამ ტკივილების, მაგრამ არ მიყუჩებს, ამიტომ სიცივეშიც გარეთ რომ ვარ დალევა მიწევს, მე ლოთი არავარ. ძალადობის გამო სამი ტვინის შერყევა მაქვს მიღებული, რომ ვღერივარ ღამით ვიღაცა მოვა ნერვებს ამიშლის, ხან ათი ლარი მომეციო და ვეუბნები ათი ლარი რომ მქონოდა, აქ ხომ არ ვიდგებოდი-მეთქი, იმის მაგიერ რომ დაგაწყნარონ, გაგამხნეონ აგრესიაა პირიქით, ბევრმა ზურგი მაქცია, ჩემი წარსული რომ გაიგო.


მე იმასაც ვიტყვი, ადამიანი სხვის გულისტკივილს ვერ გაიგებს, თუ თავად არ გამოცდის."


ნაწყვეტი ამოღებულია 2017 წლის ერთ-ერთ ინტერვიუდან


0
304
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0