საზოგადოება თბილისში ცნობილი ქუჩის მუსიკოსი გარდაიცვალა - "გადაიტანა უამრავი ტკივილი, შიმშილი, ჩაგვრა..." 2018, 29 ნოემბერი, 15:56 თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს. სამირ სავჩუკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნაცნობები და მეგობრები წერენ: "კარგი ბიჭი გარდაიცვალა... წესიერი და თბილი ადამიანი იყო, ძალიან ტრაგიკული ცხოვრებით. უზომოდ განიცდიდა ჩვენი ეპოქის სიცივეს და ხშირად წუწუნებდა, რომ ადამიანობას ვკარგავდით". "გზა მშვიდობისა სამირ... მანდ მშვიდად იქნები - არც ზამთარი შეგაწუხებს, არც სიცივე, არც ხალხი..." "ძალიან უყვარდა მისი ქვეყანა, ის განიცდიდა თითოეული ადამიანის ტკივილს, სიცოცხლით და სიყვარულით აღსავსე ადამიანი, მე მას ვიცნობდი, და მიყვებოდა ხოლმე მის ცხოვრებაზე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ის ჩემი მეგობარი იყო, ის ჩვენი მეგობარი იყო. გადაიტანა უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, ტკივილი, ცემა, დაჩაგვრა, სიცივე, შიმშილი... იხილეთ ვიდეოს ბმული: ამ ყველაფერთან ერთად ის მღეროდა სიყვარულზე, და ყველას მოუწოდებდა სიყვარულისკენ, ვერ იტანდა უსამართლობას! ნათელში იყოს მისი სული, გამიკვირდა, ეს დღეები არ ჩანდა, მივხდი რომ მას რაღაც მოუვიდა, ძალიან ბევრი რამ მახსოვს და შემიძლია ვთქვა მასზე... ვინც მას ჩაგრავდა, რა ნამუსით და გულით შეძლებთ ცხოვრებას! თქვენი მიყენებული ტკივილი მას მიწაში ჩაყვა!" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები. სამირ სავჩუკს ძალიან ტრაგიკული ისტორია ჰქონდა. 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანა ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი, უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ჰყვებოდა გია ჯაჯანიძის "სხვა რაკურსში", ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო. 15 წლის ასაკში სამირი თბილისში გადავიდა დედობილთან ერთად საცხოვრებლად, მამობილმა კი ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით, ის მარტო გადავიდა საცხოვრებლად და ქირით თბილისის სხვადასხვა უბანში ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ, სამირი ერთ-ერთ მეტროსადგურში გამვლელებმა სასტიკად სცემეს. მძიმე დაზიანებების შედეგად, ქუჩის მუსიკოსს სუნთქვის პრობლემა შეექმნა. 7307 14-ს მოსწონს |
ქურდობო.. მერე მეგობარს მიუბრუნდა, არ სჯობია, ქუჩაში იდგეს, იმღეროს ან რამე და ლუკმა პური სამართლიანი გზით იშოვოს, მეზიზღება ტიპები, რომ ქურდობენ და თან ამის გამო თავი მოსწონთო.. და მერე აბსოლუტურად ფხიზელი,მაგრამ მაინც არეული ნაბიჯებით გაუდგა გზას, თითქოს დედამიწა ემძიმებაო.. გავიფიქრე, როგორი გამხდარია, ფიზიკურადაც კი როგორ ეტყობა, რაც ცხოვრებას უწამებია-მეთქი..საშინლად დასანანი ამბავია მთელი საზოგადოებისათვის (თუ კი საზოგადოება და სახელწმიფო გვაქვს საერთოდ).. დაე, იქ დაევანოს მის სულს, სადაც მართალნი განისვენებენ..
ადამიანებმა ადამიანის სახე დავკარგეთ.